დასრულდა ბაზელში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი, სადაც ტრიუმფით დაასრულა ასპარეზობა ადგილობრივმა, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა. 37 წლის მაესტრო საფინალო შეხვედრაში 28 წლის რუმინელ, მსოფლიო რეიტინგის 93-ე ნომერ მარიუს კოპილს დაუპირისპირდა. კოპილს ფინალამდე გასასვლელად ურთულესი ბადის გადალახვა მოუწია, მისი მეტოქეები რაიან ჰარისონი, ტეილორ ფრიცი, ალექსანდრ ზვერევი და მარინ ჩილიჩი გახლდნენ. რაც შეეხება როჯერს მან […]