შეგნებული წაგება და საეჭვო ფსონები – რუსი ჩოგბურთელი თამაშის შემდეგ დააკავეს (ვიდეო)
რუსი ჩოგბურთელი, იანა სიზიკოვა როლან გაროსზე ჩატარებული საეჭვო შეხვედრის გამო დააკავეს. 26 წლის მოთამაშე თამაშის ჩაწყობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ფრანგული Le Parisien იტყობინება, გამოძიება “აქტიური და პასიური სპორტული კორუფციისა” და “ორგანიზებული თაღლითობის” მუხლით დაიწყო. რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, იანა როლან გაროსის წყვილთა თანრიგის მეორე წრეში ეკატერინა ალექსანდროვასთან ერთად თამაშობდა. რუსი ჩოგბურთელები რუმინელი წყვილის, ანდრეა მიტუსა და […]
როლან გაროსის ბადის ნათელი და ბნელი მხარე | ზვერევს სხვებზე მეტად გაუმართლა
ჩოგბურთისა და სპორტის მოყვარულებისათვის ერთ-ერთი უდიდესი სანახაობა, 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი, როლან გაროსი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელები იღებენ. ნათელი და ბნელი მხარე ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ ჩოგბურთის მოყვარულებს ძალიან გაუჭირდებათ ისეთი ტურნირის გახსენება, სადაც სატურნირო ბადის ორ ნაწილად დაყოფის შემთხვევაში, დიდი ტრიო ერთ მხარეს იქნებოდა წარმოდგენილი და სწორედ წლევანდელი […]
ბასილაშვილი Vs. ალკარასი (მიმოხილვა)
როლან გაროსი – ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში უშანსოდ დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის 2021 წლის გათამაშებას მეორე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის ესპანელ ტალანტ, კარლოს ალკარასთან 3 სეტში – 4:6; 2:6; 4:6 დამარცხდა და საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობა დაასრულა. სამწუხაროდ, ნიკოლოზი ახალგაზრდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ თითქმის ყველა კომპონენტში დაიჩაგრა. ალკარასმა შეხვედრის მანძილზე 10 ეისი შეასრულა (არცერთი ბასილაშვილმა) და მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა (4-ის წინააღმდეგ) […]
ბასილაშვილის გზა როლან გაროსის 1/8-ფინალამდე
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე ასპარეზობს, სადაც პირველი რაუნდი წარმატებით დაძლია. ნიკოლოზმა 2017 წლის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფრანგულ ასპარეზზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, მისი მეორე რაუნდის ოპონენტი საკმაოდ ნიჭიერი 18 წლის ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი იქნება. საყურადღებოა, რომ ექსპერტების აზრით ბასილაშვილისა და ალკარასის შეხვედრაში ფავორიტად ეს უკანასკნელია მიჩნეული, […]
პირველი გამარჯვება 2017 წლის შემდეგ – ბასილაშვილმა ლაიოვიჩი დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ წრეში დუშან ლაიოვიჩი (39) 4 სეტში – 6:3; 6:4; 0:6 და 6:2 დაამარცხა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა დღევანდელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. ნიკოლოზმა ლაიოვიჩის ჩაწოდებაზე ჯამში 8 გეიმის მოგება მოახერხა. ბასილაშვილმა 30 წლის სერბის წინააღმდეგ 30 ვინერსი შეასრულა და 48 უნებლიე შეცდომა დაუშვა. აღსანიშნავია, რომ […]
ეკატერინე გორგოძემ როლან გაროსის საგზური მოიპოვა
ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპის სამივე რაუნდი. საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გორგოძე, მსოფლიო რეიტინგის 231-ე ნომერ ელიცა კოსტოვას უპირისპირდებოდა და 2-სეტში, ანგარიშით – 7:6(5), 6:3 სძლია, ხოლო ფინალურ ეტაპზე ნურია პარიზას-დიასს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 165-ე პოზიციაზე იმყოფება, 2-სეტში, ანგარიშით – 6:3, 6:4 მოუგო. შესაბამისად ქართველმა ჩოგბურთელმა 2021 […]