“ნაპოლის” ლეგენდარული ფორმაციის მთავარმა მწვრთნელმა, ოტავიო ბიანკიმ, ამ კლუბისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 79 წლის სპეციალისტმა კომენტარი “რომასა” და “ნაპოლის” მოახლოებული მატჩის წინ გააკეთა, ვინაიდან იგი ორივე ამ გუნდის თავკაცი გახლდათ, განსაკუთრებულ წარმატებას კი დიეგო მარადონასთან და ნეაპოლური კლუბის ლეგენდარულ თაობასთან ერთად მიაღწია, როცა იტალიის სერია A და უეფას თასი მოიგო. […]