სეზონის ბოლოს პედრო რომას ფეხბურთელი გახდება
როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის “ჩელსის” შემტევი – პედრო, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ რომაულ კლუბში ჩაირიცხება. ამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული გამოცემა “Skysports” ავრცელებს. როგორც ცნობილია ესპანელ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, შესაბამისად სექტემბრიდან პედროს “რომაში” ვიხილავთ. Chelsea winger Pedro will join Roma when his contract expires at the end of the season. — […]
მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე კიდევ 2 ფეხბურთელი გამოჩნდა
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად სპორტულ პრესაში სულ უფრო აქტიურად იწერება ამა თუ იმ შესაძლო ტრანსფერის შესახებ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედია”. “წითელი ეშმაკების” რადარზე ამჯერად ჩენგიზ უნდერი და ჯეკ გრილიში გამოჩნდნენ. ინგლისელები რომას ახალგაზდა თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობენ, ხოლო გაცილებით უფრო დიდ თანხაზეა საუბარი ჯეკ გრილიშის შემთხვევაში, რომლის […]
პედრო როდრიგესი რომაში ?!
როგორც ცნობილია პედრო როდრიგესს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. ასევე ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ კლუბს ესპანელი აღარ სჭირდება. ცნობილი გამოცემა “Goal” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ესპანელ ფეხბურთელს იტალიიდან დაუკავშირდნენ და “რომაში” თამაში შესთავაზეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილება მიიღო პედრომ. ესპანელის აგენტი “ბარსელონას” დაუკავშირდა და თავისი ფეხბურთელი შესთავაზა, თუმცა კატალონიელებმა ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებაზე უარი […]
ბაიერნი რომას ფეხბურთელს უმიზნებს
ბოლო პერიოდში მიუნხენის “ბაიერნს” უამრავ ფეხბურთელს უკავშირებენ, მათ შორის გახლდათ ტიმო ვერნერიც, რომელიც ფაქტობრივად გადასულია “ჩელსის” რიგებში. მომდევნო ფეხბურთელი რომელსაც მიუნხენურ გრანდს უკავშირებენ ახალგაზრდა თურქი ნახევარმცველი – ჩენგიზ უნდერია. 22 წლის ფეხბურთელი ამჟამად “რომას” რიგებში ირიცხება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “რეკორდმაისტერისა” და რომაელების ხელმძღვანელობის შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა მომდევნო სეზონიდან მან “ბაიერნის” მაისური მოირგოს. ჩენგიზ უნდერის […]
ვერტონგენით ინტერი და რომა ინერესდებიან
იან ვერტონგენს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და ფეხბურთელი გახანგრძლივებას არ ჩქარობს. “დეილი მეილის” ინფორმაციით ორი იტალიური გრანდი “ინტერი” და “რომა” ბელგიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად, ღია ინტერესესს გამოთქვამენ. ვერტონგენი “ტოტენჰემის” რიგებში უკვე 8 წელია ასპარეზობს და არცერთი ტიტული არ აქვს მოგებული. 33 წლის ფეხბურთელს კლუბის შეცვლა სურს და ხსენებული იტალიური გუნდები მისთვის აქტიურად იბრძოლებენ. იანის […]
იტალიური და ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მირალემ პიანიჩი “იუვენტუსს” “ბარსელონას” სანაცვლოდ ტოვებს. წყაროს მტკიცებით, პიანიჩსა და კატალონიურ გრანდს შორის პრაქტიკულად ყველა დეტალი მოგვარებულია და ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება. Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, “ბლაუგრანა” მზადაა პიანიჩის ტრანსფერში ართური ჩართოს და იგი ტურინში გაუშვას, თუმცა ცნობილია, რომ ბრაზილიელს გუნდის დატოვება არ სურს. შესაბამისად, შესაძლოა კატალონიელებმა მოლაპარაკებაში […]
7 ბრაზილიელი ფეხბურთელი ევროპაში, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ
ცნობილმა გამოცემა “ბლიჩერმა” გამოაქვეყნა იმ 7 ბრაზილიელის სია, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ. 7. გაბრიელ მაგალაჰესი – 22 წლის, ცენტრალური მცველი – “ლილი” გაბრიელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალური მცველი გახლავთ. მისი ძლიერი ფეხი მარცხენაა, რაც თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ იშვიათია. ბევრ გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაცვის ცენტრში მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი ჰყავდეს. ბრაზილიელი ფეხბურთელი […]
სამუელ ინკუმი: “ჯაბა კანკავას შევპირდი, რომ საქართველოში ჩამოვიდოდი”
2020 წლის ზამთარში, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა “სამტრედიამ” გამორჩეული ლეგიონერი, სამუელ ინკუმი დაიმატა. 31 წლის განელ მცველს მონაწილეობა მიღებული აქვს ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე ითამაშა ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელის სამუელ ეტო’ოს გვერდით. რაც შეეხება ინკუმის საკლუბო კარიერას, სხვადასხვა პერიოდში იგი “ბაზელის,” “დნიპროს,” “დისი იუნაიტედის,” “ბოავიშტასა” და სხვა გუნდების ღირსებას იცავდა. ინკუმმა, კარიერის გამორჩეული მომენტების და საქართველოში […]
რაჯა ნაინგოლანი მოხალისედ მუშაობს და ოჯახებს პროდუქტებით ამარაგებს
“კალიარის” ვარსკვლავი რაჯა ნაინგოლანი კორონავირუსის პანდემიის დროს, რომელმაც იტალია განსაკუთრებულად დააზარალა, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობს. ბელგიელი ფეხბურთელი კამერებმა სარდინიაში დააფიქსირეს, სადაც მან წესისამებრ, ნიღბით, ხელთათმანებითა და იზოლირებული ტანისამოსით მუშაობა დაიწყო. 31 წლის ნახევარმცველი მოხალისეთა იმ გუნდს შეუერთდა, რომელიც საზოგადოებისთვის საკვები და ჰიგიენური პროდუქტების მიწოდებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებუბით კი იმ ოჯახების, რომელთა წევრებმაც კრიზისულ პერიოდში სამსახური დაკარგეს.
ჩაკვეტაძე და რომა კვლავ აქტუალურია – იტალიურ პრესაში ქართველზე წერენ
იტალიურ მედიაში გიორგი ჩაკვეტაძის სახელი და გვარი კვლავ აქტუალურია. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევრამცველი ისევ “რომას” დაუკავშირეს. “იუნდერი, პეროტი და მხითარიანი მომავალი სეზონიდან “რომაში” სავარაუდოდ აღარ ითამაშებენ. ამრიგად, დედაქალაქელებს შეტევის ხაზის გაძლიერება დასჭირდებათ. “ჯალოროსის” სპორტული დირექტორის სამუშაო მაგიდაზე პირველი გიორგი ჩაკვეტაძის მონაცემები დევს. ის ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ლიგაზე “რომას” წინააღმდეგ ითამაშა. 4-2-3-1 ფორმაციის […]
ევროპა ლიგის 2 ცენტრალური მატჩი გადაიდო
ხვალ, 12 მარტს, ევროპა ლიგის 1/8 ფინალური მატჩები უნდა გაიმართოს. როგორც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, “ინტერი” – “ხეტაფე” და “სევილია” – “რომა” გადაიდო. მიზეზი კვლავ კორონავისურია. ესპანეთს და იტალიას საჰაერო სივრცე დაკეტილი აქვთ, შესაბამისად ერთმანეთში მიმოსვლა მათ არ შეუძლიათ. ეს ფაქტი უკვე დაადასტურა უეფამაც: As a result of the travelling restrictions between Spain and […]
გენტისა და რომას მატჩს 22 გუნდის სკაუტი დაესწრება
დღეს, ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში, “გენტი” “რომას” უმასპინძლებს. ბელგიელებმა 1 კვირის წინ, “სტადიო ოლიმპიკოზე” შეხვედრა 0:1 დათმეს. აღნიშნული დაპირისპირება საფეხბურთო გრანდების ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილია, დღევანდელ თამაშს 22 სხვადასხვა გუნდის სკაუტი დაესწრება. მათი დაკვირების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი “გენტის” ბომბარდირი, 20 წლის კანადელი, ჯონათან დევიდია. “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, ” მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლესტერი”, “ასტონ ვილა”, […]