“ბოკა ხუნიორსის” პრეზიდენტის, დანიელ ანგელიკის მტკიცებით, არგენტინული კლუბის მესვეურები იკარდის თაობაზე “ინტერს” ესაუბრნენ. ანტონიო კონტემ, ბეპე მაროტამ და “ნერაძურის” პრეზიდენტმა აღნიშნეს, რომ იკარდის ადგილი “ინტერში” აღარ არის – აღნიშნულიდან გამომდინარე, არგენტინელი შემტევის გაფორმებით არაერთი გუნდი დაინტერესდა. “ნაპოლი”, “რომა”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ახლა უკვე “ბოკა ხუნიორსი” იკარდის სამსახურით ინტერესდებიან, თავად იკარდის კი “იუვენტუსის” მაისურის მორგება სურს. […]