,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,რომასთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,საინტერესო მატჩი გველის. ეს იქნება დიდი თამაში, სიამოვნებას მივიღებთ როგორც ტაქტიკით, ასევე ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობით. სამი ქულის მოპოვება ყოველთვის გვინდა. სხვა გუნდების შედეგებზე დამოკიდებულნი არ ვართ. მოურინიომ იცის, როგორ მოამზადოს გუნდი და როგორ აუხსნას ფეხბურთელებს, რა უნდა გააკეთონ თამაშის დროს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამარჯვება უკვე […]