ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის მატჩში, ლონდონის “ჩელსიმ” სტუმრად “ბარნლი” – 4:0 დაამარცხა. მატჩის დროს, “არისტოკრატების” ზოგიერთმა გულშემატკივარმა კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის გამხნევება გადაწყვიტა. მატჩის შემდეგ, “ლურჯების” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ზოგიერთი ქომაგის ასეთი საქციელი არ მოიწონა და თქვა, რომ ახლა ამის დრო არ არის. “ახლა ამის დრო არ არის, თუ სოლიდარობა გამოვხატავთ, ერთად უნდა გამოვხატოთ. ერთად […]
რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი “ჩელსის” გაყიდის, ხოლო შემოსულ თანხას უკრაინაში, ომისგან დაზარალებულებს გადასცემს. აბრამოვიჩის დავალებით, ლონდონური გუნდი შექმნის საქველმოქმედო ფონდს, რომლითაც აღნიშნული ადამიანებისთვის ფული შეგროვდებოდა. “როგორც უკვე ვთქვი, გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვიღებ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე. „შექმნილ ვითარებაში ვაპირებ გავყიდო კლუბი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს “ჩელსის”, გულშემატკივრების, თანამშრომლების, კლუბის სპონსორებისა და პარტნიორებისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება,” – ამბობს […]
აბრამოვიჩმა ჩელსის მმართველობა საქველმოქმედო ფონდს გადააბარა
,,ჩელსის” მფლობელის, რომან აბრამოვიჩის განცხადებით, ლონდონურ გუნდს დღეიდან ჩელსის საქველმოქმედო ფონდი უხელმძღვანელებს: ,,ჩელსის მმართველობის თითქმის 20 წლიან პერიოდში, ყოველთვის განვიხილავდი საკუთარ როლს, როგორც გუნდის მეურვეს, რომლის მოვალეობაც არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ვიყოთ ისეთი წარმატებულები, როგორიც დღეს ვართ, ასევე, ავაშენოთ მომავალი და, ამასთან, შევიტანოთ პოზიტიური წვლილი ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებაში. გადაწყვეტილებებს ყოველთვის კლუბის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე […]
აბრამოვიჩს შესაძლოა ბრიტანეთში ცხოვრება აეკრძალოს
რუს მილიარდერს, რომან აბრამოვიჩს, შესაძლოა დიდი ბრიტანეთში ცხოვრება სამუდამოდ აეკრძალოს. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას განაგრძნობს, პუტინის რეჟიმის ხელმშემწყობი ადამიანების წინააღმდეგ სანქციების გატარების საკითხზე ბრიტანეთში აქტიურად მსჯელობენ. თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეცდომით განაცხადა, რომ აბრამოვიჩს სანქციები უკვე დაეკისრა. მოგვიანებით, მისმა სპიკერმა შეცდომა აღიარა, თუმცა აღნიშნული თემა ბრიტანეთში განხილვის საკითხი გახდა. საგარეო […]
ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც სპორტულ კლუბს ფლობს?
ინდური საფეხბურთო კლუბის, “მუმბაი ინდიანსის” მფლობელი, მუკეშ ამბანი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელის მფლობელობაშიც სპორტული კლუბია. საინტერესოა, რომ ინდოელი მილიარდერის ქონება ლონდონის “ჩელსის” მესაკუთრის, რომან აბრამოვიჩის დანაზოგს 5-ჯერ აღემატება. Reuters-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც ირწმუნება, რომ ინდოელი მილიარდერის ქონება გასულ წელს 130%-ით გაიზარდა, ეს მას მსოფლიოს მეთერთმეტე უმდიდრეს ადამიანად აქცევს და მისი ქონება 62 მილიარდი ფუნტია. ეს […]
აბრამოვიჩმა სუპერლიგაზე უარი კრემლის გაფრთხილების გამო თქვა
ლონდონის ,,ჩელსის” მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა, ევროპის სუპერლიგის დატოვება კრემლიდან მიღებული მითითებების შემდეგ გადაწყვიტა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა – Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სუპერლიგა ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს, რადგან რუსული კომპანია ,,გაზპრომი” ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი სპონსორია. ,,ევროპის ჩემპიონატი ზაფხულში სანკტ პეტერბურგში გაიმართება, გარდა ამისა 2022 წელს ,,ზენიტის” სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებაც იგეგმება. ,,ზენიტი” რუსეთში ერთგვარი მიუნხენის […]
რომან აბრამოვიჩმა რასიზმზე, ჩელსის ამბიციებზე და ქალთა ფეხბურთზე ისაუბრა
ლონდონის “ჩელსის” მფლობელმა რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა Forbes-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. იმის შესახებ, თუ რატომ უყვარს ფეხბურთი “საქმე ისაა, რომ ფეხბურთში არ არსებობს დადგენილი ფორმულა გამარჯვებისთვის. მწვრთნელსა და გუნდს მრავალი ფაქტორის გათვალისწინება უწევთ ყველა კონკრეტული მატჩის წინ . თითქოს ყოველ რამდენიმე დღეში გამოცდის ჩაბარება გიწევს, სადაც ფასდება თქვენ მიერ გაწეული […]
ალექსეი ნავალნი აბრამოვიჩის წინააღმდეგ: რუსული ოპოზიციის ლიდერი სანქციების დაწესებას ითხოვს
რუსული ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ იმ 8 რუსი გავლენიანი ფიგურის სახელი და გვარი გამოაქვეყნა, რომელიც დასავლეთის მთავრობების მხრიდან სანქციებით უნდა დაისაჯოს. მათ შორის ლონდონის “ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩია დასახელებული. აბრამოვიჩის სახელი სიაში ნავალნის ასოცირებულმა თანამშრომელმა, ვლადიმერ აშურკოვმა შეიტანა. მასთან ერთად, ჩამონათვალში “არსენალის” ყოფილი აქციონერი, ალიშერ უსმანოვი მოხვდა. ნავალნი მათ კლეპტოკრატიის მთავარ შემქმნელებს უწოდებს, თუმცა ორივე […]
ჟოზე მოურინიოს ტოპ 10 ტრანსფერი ჩელსიში
16 წლის წინ, ივნისის დასაწყისში, ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარ თავს “განსაკუთრებული” უწოდა, რაც ინგლისურ მედიაში ყბადაღებულ თემად იქცა. ერთი რამის თქმა კი შეიძლება – რომან აბრამოვიჩის ფინანსური მხარდაჭერის ფონზე, მოურინიომ “ჩელსი” ნამდვილად განსაკუთრებულ გუნდად აქცია, რაც წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკის შედეგიც იყო. აბრამოვიჩმა მოურინიოს “ჩელსიში” მიყვანა მისი ტრიუმფის შემდეგ […]
რომან აბრამოვიჩი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მსოფლიო ერთი, უხილავი მტერის წინააღმდეგ იბრძვის, ამ ბრძოლაში კი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გაერთიანებულია და მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რომან აბრამოვიჩიც ჩაერთო, რომელმიც ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს 78,000 სადილით დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 24/7-ზე მუშაობს. რომან აბრამოვიჩის დახმარებით კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის პერიოდში უამრავი ადამიანი […]
ჟოზე მოურინიო: აბრამოვიჩს რონალდინიოს ყიდვა სურდა
ჟოზე მოურინიო და “ჩელსი” ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არიან. “არისტოკრატების” აღმავლობა, სწორედ პორტუგალიელ სპეციალისტს უკავშირდება. მოურინიომ ლურჯებში შესანიშნავი ეპოქა შექმნა. ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი, დიდიე დროგბა გახლდათ. ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა ერთი ამბავი გაიხსენა: “2004 წელს, აბრამოვიჩმა მითხრა, რომ საკმარისი ფული აქვს რონალდინიოს შესაძენად, თუმცა მე უარი ვუთხარი და მის ნაცვლად დიდიე დროგბას ყიდვა ვთხოვე. რომანმა […]
ჩელსიმ ექიმებს სასტუმრო დაუთმო
საქველმოქმედო აქტივობებს, რომელსაც კორონავირუსთან ბრძოლისთვის სპორტის სფეროს არაერთი წარმომადგენელი ახორციელებს, ლონდონის “ჩელსიც” შეუერთდა. “არისტოკრატებმა” სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც COVID19-ს ებრძვიან, “სტემფორფ ბრიჯზე” არსებული “მილენიუმის” სასტუმრო უსასყიდლოდ დაუთმეს. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გადაწყვტილება უშუალოდ კლუბის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა მიიღო, რომელიც ყველა ხარჯს თავად დაფარავს და მედიცინის მუშაკებს 2 თვის განმავლობაში სასტუმროში მუშაობისთვის ყველა აუცილებელ პირობას შეუქმნის. […]