ცნობილია რა უთხრეს ზლატანმა და ლუკაკუმ ერთმანეთს
იტალიის თასის მეოთხედფინალში, მილანური დერბის პირველი ტაიმის მიწურულს, ფეხბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რომელუ ლუკაკუ დაუპირისპირდნენ. “მილანისა” და “ინტერის” თავდამსხმელებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც შემდგომ გაირკვა, ზლატანმა ბელგიელს “ვირი” უწოდა, რაზეც გაბრაზებულმა ლუკაკუმ თავი ვერ შეიკავა და “ინტერის” ცხრიანმა იბრაჰიმოვიჩს საკმაოდ უხეშად უპასუხა: “ბ**ო, შ***ცით შენს და შენს ცოლსაც.” […]
ანრიმ ბელგიის ვარჯიშზე გატანილი ულამაზესის ჯარიმით ლუკაკუ და დე ბრუინი გააოცა (ვიდეო)
ლონდონის ,,არსენალისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ, რომელიც ამჟამად ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, ,,წითელი ეშმაკების” ვარჯიშზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. ფრანგის გატანილი გოლით რომელუ ლუკაკუ და კევინ დე ბრუინი აღფრთოვანდნენ: დე ბრუინი – ამაზე ნახევარი საათია ვვარჯიშობთ. მან უბრალოდ მარცხენათი დაარტყა და გაგვანადგურა! ჩვენ კი ხვალ თამაში გვაქვს. Class is permanent. […]
უძლიერესი შემადგენლობა – ბელგიის ნაკრების განაცხადი 2020-ზე
ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. რობერტო მარტინესმა “წითელი ეშმაკების” განაცხადი დაასახელა, სადაც 26 ფეხბურთელი მოხვდა: მეკარეები: ტიბო კურტუა (რეალი, ესპანეთი), სიმონ მინოლე (ბრიუგე), მატც სელსი (სტრასბურგი, საფრანგეთი) მცველები: ჯეისონ დენაიერი (ლიონი, საფრანგეთი), დედრიკ ბოიატა (ჰერტა, გერმანია), ტომას ვერმაელენი (ვისელ კობე, იაპონია), ტობი ალდერვეირელდი (ტოტენჰემი, ინგლისი) იან ვერტონგენი (ბენფიკა, პორტუგალია), ტომას მუნიე (დორტმუნდი, გერმანია) ნახევარმცველები: […]
ლუკაკუ და იბრაჰიმოვიჩი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
რა შეფასება მიიღო ხოჭოლავამ ინტერთან მატჩში?
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი დონეცკის “შატხარის” ძირითად შემადგენლობაში იყო და მილანის “ინტერის” წინააღმდეგ კიევში, ფრედ დასრულებულ (0:0) შეხვედრაში 62 წუთი ითამაშა. როგორც მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, 27 წლის მცველს პერსონალურად რომელუ ლუკაკუს მეურვეობა ევალებოდა და შეიძლება ითქვას მისიას თავი კარგადაც გაართვა […]
მაყურებლის მიერ გადაღებული კადრები რეშფორდის გოლის შემდეგ
პირველად ფერგიუსონის ეპოქის შემდეგ
ოლე გუნარ სოლსკიაერის სადებიუტო მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში წარმატებული აღმოჩნდა, ნორვეგიელის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გასვლაზე “კარდიფი” 1:5 დაამარცხა და რაც მთავარია ლამაზი თამაში აჩვენა. ამ მატჩში დაფიქსირდა შემთხვევა, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ არ მომხდარა, კლუბმა პრემიერლიგის მატჩში 5 გოლი უკანასკნელად, 2013 წლის 19 მაისს, “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ გაიტანა, მატჩი კი ანგარიშით 5:5 […]
,,კრის, კრის! მიყვარხარ!” – ლუკაკუმ რუსეთთან გატანილი გოლი ერიქსენს მიუძღვნა (ვიდეო)
ლუკაკუ: “ბარსელონა პსჟ არაა”
დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური რაუნდის პირველი შეხვედრები. “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ კედლებში კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ “წითელი ეშმაკების” ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ საინტერესო განცხადება გააკეთა. “ბარსელონა პსჟ არაა, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა პირველი და უმთავრესი რაც ჩვენ გვმართებს კამპ ნოუზე სრული შემართებით გასვლა და კარგი თამაშის ჩვენებაა, გამორიცხული არაფერია”, – განაცხადა ლუკაკუმ.
ლუკაკუმ სოლსკიაერის მომავლის შესახებ განცხადება გაავრცელა
გუშინდელი მატჩის ერთ-ერთმა გმირმა რომელუ ლუკაკუმ ოლე გუნარ სოლსკიაერის მომავლის შესახებ ისაუბრა, შეგახსენებთ რომ სოლსკიაერი “მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელია. ბელგიელმა ფეხბურთელმა მედიას შემდეგი განუცხადა: “მე ვიცი რომ ის დარჩება, ეს ეჭვგარეშეა. მას უნდა რომ დარჩეს, ფეხბურთელებსაც ეს უნდათ. ოლე ახალგაზრდა მწვრთნელია, გუნდიც ახალგაზრდულია ყველა პირობაა შექმნილი რომ განვვითარდეთ, გუნდი ისე თამაშობს როგორც ეს “მანჩესტერს” ეკადრებდა. […]