რონალდო: “მადრიდის რეალმა შეცდომა დაუშვა”
“ინტერის”, მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ მილანური კლუბის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა და აზრი მაროკოელი მცველის აშრაფ ჰაკიმის შესახებაც დააფიქსირა. “ინტერს ყავს შესანიშნავი მწვრთნელი და ის გამორჩეული სტილის გუნდია. ისინი არ თამაშობენ ევროპულ ტურნირებში, ეს არც ისე კარგია, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ მარტში “ინტერი” იტალიის ჩემპიონატში მეტოქეებზე მეტ ქულას დააგროვებს. “ინტერმა” არაჩვეულებრივი ფეხბურთელი […]
რაფაელ ნადალმა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ რონალდო დაასახელა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნადალი მადრიდის “რეალის” გულშემატკივარია და კრიშტიანუ რონალდუსთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. Tennis World-თან საუბრისას ნადალმა განაცხადა: “ძალიან რთული კითხვაა, თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ საუკეთესო რონალდოა. კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი საოცარი დონეზე თამაშობენ, თუმცა ჩემთვის საუკეთესო ბრაზილელი “ფენომენია”. […]
რონალდომ მისი გემოვნებით საუკეთესო 5 ფეხბურთელი დაასახელა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ მისთვის საუკეთესო 5 ფეხბურთელი დაასახელა. “საუკეთესო ხუთი ფეხბურთელი ვისი თამაშის ხილვაც მსიამოვნებს ასეთია: პირველ რიგში, ლეო მესი, რომელიც ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ედენ აზარი, მო სალაჰი, ნეიმარი და რა თქმა უნდა, კილიან მბაპე”, – ასე დააკომპლექტა “კიჭა” რონალდომ მისი ხუთეული, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ არ შეიყვანა. აღნიშნულმა საკითხმა ფეხბურთის ექსპერტებსა […]
რეალის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული ჩემპიონთა ლიგაზე
1992 წლის შემდეგ, “ბლანკოსის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე არაერთმა სახელოვანმა ვარსკვლავმა იასპარეზა. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე “სამეფო კლუბის” ღირსება ისეთმა სახელოვანმა ვარსკვლავებმა დაიცვეს, როგორიცაა: ზინედინ ზიდანი, რაული, რონალდო, კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა და სხვა. გთავაზობთ “რეალის” ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს ჩემპიონთა ლიგაზე. 1. მეკარე: იკერ კასილასი “რეალის” ყველა დროის საუკეთესო მეკარე. “სამეფო კლუბის” მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე […]
რონალდო, მესის ბარსელონადან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა
ბრაზილიის ნაკრების და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდამ, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ, მესის გუნდიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ბარსელონამ” ლიონელს წასვლის უფლება არ უნდა მისცეს. -“ძნელად სავარაუდოა, რომ მესიმ “ბარსელონა” დატოვოს, თან იმ დროს, როდესაც კლუბს ასე ძალიან უჭირს” – განაცხადა რონალდომ “მირორთან” საუბრისას -“ლიონელი კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალა და იმედია, აქედან გამომდინარე […]
რომელუ ლუკაკუმ ბრაზილიელი რონალდოს შედეგი გაიმეორა
ევროპის ლიგის 2020 წლის სეზონის ფინალში ერთმანეთს “სევილია” და მილანის “ინტერი” ხვდებიან. პირველი ნახევრის შემდეგ ფრე ფიქსირდება – 2:2. ანგარიში მატჩის მეხუთე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა ამ გოლით ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდის რონალდოს მიღწევა გაიმეორა. “ფენომენად” წოდებულმა თავდამსხმელმა “ნერაძურიში” სადებიუტო სეზონში 34 გოლის გატანა მოახერხა, რაც მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ […]
გაბრიელ ჟეზუსი: “მისურვებენ, რომ რონალდოს მსგავსი გავხდე, მაგრამ ის ძალიან მჯობია”
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა გაბრიელ ჟეზუსმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მადრიდის “რეალთან” მიღწეული გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ჩვენ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დავამარცხეთ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენც ადამიანები ვართ და შეცდომებიც შეგვიძლია დავუშვათ, მაგრამ ყოველთვის მჯერა დადებითი შედეგის და გამარჯვების. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე. მოხარული ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედით. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს თამაშს, […]
მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი
ცნობილმა გამოცემა “toptenfans-მა” გამოაქვეყნა გულშემატკივრების მიერ არჩეული ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი. 10. დევიდ ბექჰემი 9. ფრანს ბეკენბაუერი 8. რონალდინიო 7. რონალდო 6. იოჰან კრუიფი 5. ზინედინ ზიდანი 4. კრიშტიანუ რონალდუ 3. პელე 2. მესი 1. მარადონა
კრიშტიანუ თუ მესი? შეკითხვას რონალდინიომ და რონალდომ უპასუხეს
მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ თანხმდება რომელი ფეხბურთელია უკეთესი, რონალდუ თუ მესი? ამასთან დაკავშირებით ორმა ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდინიომ და ლუიზ ნაზარიო დე ლიმა რონალდომ ისაუბრეს. რონალდინიო – “სამწუხაროდ კარიერის განმავლობაში, ძალიან ცოტა დრო მქონდა, რომ მესისთან ერთად მეთამაშა. ვისურვებდი, რომ ლიონელთან ერთად უფრო დიდ ხანს მეთამაშა. ჩემი აზრით მესი ისტორიაში საუკეთესოა, არავის შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ის […]
რონალდოს პასუხი მათ, ვინც ბრაზილიელს “ნამდვილ რონალდოს” უწოდებს
მსოფლიო ფეხბურთის ასპარეზზე კრიშტიანუ რონალდუს გამოჩენის შემდეგ, ბრაზილიელ რონალდოსა და პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე ცხარე დებატები გაიმართა. ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი თავდაუზოგავად შრომობდა და პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ვინ არის “ნამდვილი რონალდო”? – ამ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრებს განსხვავებული აზრი აქვთ. კრიშტიანუ რონალდუს წარმატების შემდეგ, უამრავმა გულშემატკივარმა ბრაზილიელ რონალდოს სხვადასხვა ეპითეტები […]
რონალდო Vs. მალდინი – ლეგენდების დაპირისპირების იშვიათი კადრები (ვიდეო)
მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ რონალდო ყველა დროის საუკეთესო ცხრა ნომერია. ეჭვგარეშეა, რომ არა უმძიმესი ტრავმები – ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისათვის იბრძოლებდა. “პსვ ეინდჰოვენსა” და “ბარსელონაში” გატარებულმა ფენომენალურმა სეზონებმა რონალდოს ლეგენდებს შორის დაუმკვიდრა ადგილი. ორ სეზონში გატანილი 101 გოლით, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნებისმიერი მცველისათვის კოშმარად იქცა. […]
რონალდომ დაასახელა ის 5 ფეხბურთელი რომლის თამაშისგანაც სიამოვნებას იღებს
მსოფლიოში არსებობს უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელთა თამაშის ყურებაც ნამდვილად სასიამოვნოა. ამასთან დაკავშირებით ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ისაუბრა და გამოყო 5 ფეხბურთელი, რომელთა თამაშიც მას ძალიან მოსწონს. ხუთეულში ვერ მოხვდა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ. -“პირველი რა თქმა უნდა ლიონელ მესი გახლავთ. მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. არგენტინელის თითოეული მატჩი ისტორიას დარჩება.” მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე გამოარჩია […]