მადრიდის “რეალის”, “ლივერპულის”, დორტმუნდის “ბორუსიას”, როტერდამის “ფეიენოორდის”, ბრემენის “ვერდერის” და თურქეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა მოთამაშის კარიერა “ანტალიასპორში” დაასრულა და მოგვიანებით ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. 34 წლის ახალბედა მწვრთნელი ახლახანს ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა და ამის მიზეზი მისი ღირსეული საქციელი გახდა. საქმე ისაა, რომ “ფებერბახჩესთან” წაგებული თურქეთის სუპერლიგის მე-17 ტურის შეხვედრის (1:2) შემდეგ, ნური […]
ოთარ კიტეიშვილი მოედანზე დაბრუნდა – ნაკრების ნახევარმცველმა ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი მორიგი ტრავმის შემდეგ, მოედანზე დაბრუნდა და უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ითამაშა. როტერდამის “ფეიენოორდთან” სტუმრად – 0:6 წაგებულ შეხვედრაში, 26 წლის ფეხბურთელი მოედანზე 72-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მასპინძლები – 5:0 ანგარიშით იგებდნენ. ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მოედანზე ბოლოს 18 ივნისს, საქართველოსა და […]
ევრო 2020: ყველაფერი, რაც ნიდერლანდების ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროფილი ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია დაარსდა: 1889 წლის 8 დეკემბერს ფიფას წევრი: 1904 წლის 21 მაისიდან უეფას წევრი: 1954 წლის 15 ივნისიდან პრეზიდენტი: იუსტ სპი ფიფას რეიტინგი: 16 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი რეიტინგი: 1 (2011 წლის აგვისტო) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 36 (2017 წლის აგვისტო) საშინაო არენა: იოჰან კრუიფ არენა (ამსტერდამი, 53 320), დე […]
Associated Press: უეფამ დინამოს აპელაცია არ დააკმაყოფილა – თბილისელებმა საარბიტრაჟო სასამართლო წააგეს
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარე უეფას საარბიტრაჟო სასამართლომ “დინამო თბილისის” სარჩელი განიხილა და ქართული კლუბის აპელაცია არ დააკმაყოფილა. საქმე 2019 წლის ზაფხულის შემთხვევას ეხება, როცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “გაბალას” წინააღმდეგ, “დინამო არენაზე” მოგებულ შეხვედრაში (3:0) გულშემატკივრების ნაწილის მიერ ნეონაცისტური ბანერის გამოფენის გამო დაისაჯა. “სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ განაცხადა, რომ გულშემატკივრების მიერ რასისზმის გამომხატველი […]
ქართველების გუნდმა მოსკოვში ცსკა დაამარცხა – ლოჩოშვილის სტატისტიკა
ევროპის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ვოლფსბერგერმა” მოსკოვის “ცსკა-ს” სტუმრად, რუსეთის დედაქალაქში – 1:0 აჯობა. გამარჯვებაში თავისი, საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. “დინამო თბილისის” აღზრდილმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა წამყვანი ევროპული სტატისტიკური ვებ-გვერდების მონაცემებით, 7.2 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, რა მაჩვენებლითაც, მას ორივე გუნდის შემადგენლობაში, მოედანზე მყოფი 31 მოთამაშიდან […]
ვან პერსი: “იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიყვარს, სულშერს საკმარისი დრო სჭირდება”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება, მხარს უჭერს. “მწვრთნელების გათავისუფლების საკითხში მე იმპულსური გადაწყვეტილებების მომხრე არ ვარ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სულშერს უნდა მიეცეს დრო საკუთარი იდეების განსახორციელებლად. იმედი მაქვს, რომ ის კლუბის ხელმძღვანელობისგან საკმარის ნდობას მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, “ბასაქშეჰირთან” მატჩი საკმარისად კარგი არ იყო. […]