მილანმა ჩელსისთან ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერი თითქმის შეათანხმა
ლონდონის ,,ჩელსის” ნახევარმცველი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი ,,მილანში” გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები გრძელვადიან კონტრაქტზე თითქმის შეთანხმდმენ და ახლა ,,როსონერი” ,,ჩელსისთან” მოლაპარაკებებს ფეხბურთელის ფასზე მართავს. 2022-2023 წლების სეზონში ლოფტუს-ჩიკმა ,,ჩელსის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. 27 წლის ფეხბურთელს ლონდონურ გუნდთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
სად არის ახლა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი?
ფაიქ ბოლკიე – ეს სახელი და გვარი პრემიერლიგის არაერთი ქომაგისთვის კარგად ნაცნობია. მართალია, ლოს-ანჯელესში დაბადებულ ფეხბურთელს თავისი მოკლე კარიერის განმავლობაში, ინგლისის ელიტარულ დივიზიონში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია, თუმცა მას ბრიტანელი გულშემატკივარი არასაფეხბურთო მიზეზით უფრო მეტად იცნობს. საქმე ისაა, რომ ბოლკიე ბრუნეის სულთნის, პრინცი ჯეფრის ვაჟი და მისი 200 მილიარდიანი ქონების მთავარი მემკვიდრეა. ეს ფეიქს […]
ჩელსიმ ლოფტუს-ჩიკი ისევ გაუშვა – ინგლისელი ლონდონში რჩება
“ჩელსიმ” რუბენ ლოფტუს-ჩიკი კიდევ ერთხელ გაანათხოვრა. ინგლისელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დარჩება და შემდეგ სეზონს ელიტაში დაბრუნებულ “ფულემში” გაატარებს. 24 წლის ფეხბურთელს “არისტოკრატების” ძირითად შემადგენლობაში ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ძირითად შემადგენლობაში დაწყებული და ის სათამაშო დროით უკმაყოფილოა. თანაც, ცენტრალურ ნახევარმცველს მომავალ ზაფხულში, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს, სწორედ ამის გამო, მას სათამაშო […]
სარი: ლოფტუს-ჩიკი მსოფლიო დონის მოთამაშე გახდება
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელის, რუბენ ლოფტუს-ჩიკისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მაურისიო სარიმ ახალგაზრდა ფეხბურთელზე განცხადება “უოტფორდის” დამარცხების (3:0) შემდეგ გააკეთა, სადაც ლოფტუს-ჩიკმა გოლის გატანა მოახერხა. “რუბენ ლოფტუს-ჩიკი არის ფეხბურთელი, რომელიც ინგლისურ ფეხბურთს სჭირდება. იგი ყოველდღე ვითარდება და ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი შეუძლია გახდეს. იტალიელმა სპეციალისტმა გონსალო იგუაინთან დაკავშირებითაც ისაუბრა: “ვერ […]