გობერმა თანაგუნდელს დაარტყა, მაკდენიელსმა ხელი მოიტეხა | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში, “მინესოტასა” და “ნიუ ორლეანსის” დაპირისპირება შედგა. მინეაპოლისში, “Target Center”-ში გამართული დრამატული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით – 113:108 დასრულდა. რეგულარული სეზონის უკანასკნელ ტურს დაძაბულობა არ აკლდა. პლეი-ინის ზონაში მოსახვედრად, დიდი ბრძოლა გაიმართა და ეს ყველაფერი როგორც ჩანს, კალათბურთელთა ნერვებზეც აისახა. “მინესოტას” კალათბურთელებმა კორტზე იჩხუბეს. მეორე მეოთხედში, წუთშესვენებაზე, რუდი გობერი […]
ევრობასკეტზე მამუკელაშვილი მოხსნებში ერთ-ერთი საკეთესო იყო
ქართველი კალათბურთელისთვის ეს ევრობასკეტი ნამდვილად გამორჩეული იყო. ყველა შეხვედრაში სანდრო გუნდს ლიდერობდა და პარკეტზე ბოლომდე იხარჯებოდა. მან გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა და კალათბურთის სამყაროსაც უკეთ გააცნო თავი. ქართველი ფორვარდის კარგი თამაში სტატისტიკაშიც აისახა. 23 წლის კალათბურთელი ევრობაკეტზე მოხსნებში ერთ-ერთი საუკეთეო იყო. ის ერთ მატჩში საშუალოდ 11 მოხსნას აგროვებდა. სანდროზე კარგი შედეგი მხოლოდ ბულგარელმა საშა […]
NBA-ს წარმოშობით კამერუნელმა ვარსკვლავმა – ჯოელ ემბიდმა საფრანგეთის მოქალაქეობა ოფიციალურად მიიღო და საფრანგეთის ნაკრებში ითამაშებს. ინფორმაციას ოლიმპიადის ოფიციალური საიტი ადასტურებს და ამბობს, რომ 2023 წლიდან NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს საფრანგეთის ნაკრებში თამაში შეეძლება. ემბიდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეც მიიღებს მონაწილეობას და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. ჯოელ ემბიდმა რამდენიმე თვის წინ საბუთები მოამზადა და საფრანგეთის მთავრობას […]
რუდი გობერისა და მაილს ტერნერის დაპირისპირება | VIDEO
მილიონი პირბადე ნიუ-იურკისთვის
NBA-ს ხელმძღვანელობამ, ამერიკაში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ნიუ-იორკის შტატის მთავრობას 1 მილიონი სამედიცინო ნიღაბი გადასცა. თავდაპირველად, COVID19-ით ინფიცირება იუტა “ჯაზის” ფრანგ ცენტრ რუდი გობერს, დაუდგინდა, შემდეგ კი მას არაერთი კოლეგა მიჰყვა, მათ შორის “ბრუკლინის” ფორვარდი კევინ დიურანტი. აშშ-მ სამწუხარო მონაცემებით იტალიას, ჩინეთს და ესპანეთს გადაასწრო და ინფიცირებულთა რაოდენობით (102863) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
იუტა ჯაზის ორ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინა
“იუტა ჯაზის” ვარსკვლავებს რუდი გობერსა და ემანუელ მუდიაის კორონავირუსი დაუდგინდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, “იუტას” წარმომადგენლები ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუდი გობერს იმ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებმაც საფრანგეთში იმოგზაურეს თუმცა მისი დაინფიცირების ზუსტი წყარო ამ წუთისათვის უცნობია. “იუტა ჯაზის” ვარსკვლავების დაინფიცირების შემდეგ, NBA-ს მესვეურებმა რეგულარული სეზონის მატჩები გაურკვეველი ვადით გადადეს. 10 მარტს, “იუტა” “ტორონტოს” დაუპირისპირდა. რუდი გობერისა […]
NBA-ს ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა (ვიდეო)
“იუტა ჯაზის” ცენტრს, რუდი გობერს კორონავირუსი აღმოაჩნდა. NBA-ს ვარსკვლავისათვის, COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. რუდი გობერის ანალიზის პასუხები “ოკლაჰომა” “იუტას” დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ გობერი “ჩესაპიკ ენერჯი არენაზე” არ იმყოფებოდა, მან “იუტასთან” ერთად იმგზავრა. აღნიშნულიდან გამომდინარე NBA-ს ოფიციალურმა პირებმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მატჩები გაურკვეველი ვადით გადადეს. […]
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე VI (ვიდეო)
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი ძალიან საინტერესოდ დასრულდა. დაფიქსირდა დიდი სენსაცია, თურქეთმა ჩეხეთთან წააგო და ტურნირი ნაადრევად დატოვა, გაჭირვებით გაიმარჯვა საბერძნეთმა ახალი ზელანდიის წინაააღმდეგ, ხოლო ავსტრალიისა და ლიეტუვის შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა. E ჯგუფი მიმდინარე ჩემპიონატის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა თურქეთისა და ჩეხეთის მატჩში. თურქებმა რომლებმაც ორიოდ დღის წინ კინაღამ აშშ დაამარცხეს […]