ცოტა ხნის წინ, ამერიკულ მედიაში სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა – “იუტას” კალათბურთელები, რუდი გობერი და დონოვალ მიჩელი კორონავირუსისგან განიკურნენ. შეგახსენებთ, ორივე მათგანი ახალი დაავადებით 12 მარტს დაინფიცირდა. მიჩელმა გამოჯანმრთელების შემდეგ სოციალურ ქსელში სახალისო პოსტი გამოაქვეყნა. 🙏🏾 pic.twitter.com/3JkZXqGr8U — Donovan Mitchell (@spidadmitchell) March 27, 2020