15 წელი დაუვიწყარი მილანური დერბიდან
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არაერთი დაუვიწყარი მატჩი გამართულა. ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა კი 2005 წელს “სან სიროზე”, “მილანისა” და “ინტერს” შორის შედგა. დერბი “დელა მადონინა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიმართა. იმ დროს ორივე კლუბის რიგებში ლეგენდები ასპარეზობდნენ. “მილანში” კაფუ, ზეედორფი, პირლო, შევჩენკო, ნესტა მალდინი და სხვა რასკვლავები ირიცხებოდნენ, ხოლო “ინტერში”, კამბიასო, ვერონი, ძანეტი, ადრიანო, სტანკოვიჩი და ა.შ […]
რუი კოშტა ბენფიკას პრეზიდენტად დაინიშნა
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რუი კოშტა ,,ბენფიკას” პრეზიდენტი გახდა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 2008 წელს, კარიერის დასრულებისთანავე, რუი კოშტა ლისაბონური კლუბის სპორტულ დირექტორად დაინიშნა, ივლისში კი, პრეზიდენტის პოსტზე დროებით ლუიშ ფელიპე ვიეირა ჩაანაცვლა. პორტუგალიელი გუნდში 2025 წლამდე იმუშავებს. კოშტა სხვადასხვა დროს ,,ბენფიკაში”, ,,ფაფეში”, ,,ფიორენტინასა” და ,,მილანში” თამაშობდა. ყოფილ ნახევარმცველს ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ […]