რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატში კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. რანგით მეორე ლიგაში, ერთმანეთს ბუქარესტის “რაპიდი” და “პეტროული” დაუპირისპირდნენ. დედაქალაქური გუნდი 28-ე წუთიდან რიცხვობრივ უპირატესობაში იყო, მაგრამ მეტოქის კარის აღება მატჩის ბოლომდე ვერ მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა. არადა, “რაპიდს” გამარჯვების გოლის გასატანად 3 რეალური შანსი მიეცა. ეს 65-ე წუთიდან დაწყებულ 7-წუთიან მონაკვეთში მოხდა. ბუქარესტელთა სასარგებლოდ მსაჯმა […]