რუმინეთის რაგბის კავშირმა გაავრცელა წერილი, რომლითაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს გამოჯანმრთელება უსურვა. როგორც იცით, ქართველი სპეციალისტი სამხრეთ აფრიკაში ყოფნის დროს კორონავირუსით დაინფიცირდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა ძალიან გართულდა. “ჩვენი დიდი სპორტული დაპირისპირების შესახებ ბევრმა იცის, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა არსებული ღირებულებების: მეგობრობისა და პატივისცემის შესახებ, არ იციან. ვწუხვართ ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის […]