ყაზანის “რუბინის” ვეტერანმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, რენატ კამალეტდინოვმა, რომელსაც ამ გუნდის მაისურით 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, მოსკოვის “სპარტაკთან” (2:0) გამარჯვება შეაფასა. 67 წლის რუსმა სპეციალისტმა წლის პირველი ოფიციალური მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქურ კლუბთან მოგებულ შეხვედრაში ტრადიციულად საუკეთესო იყო და ჯორჯ […]