რუბინის მწვრთნელმა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. “მატჩს თვალი მოედანთან ახლოს მდგომი კოშკურიდან ვადევნე, რადგან ვფიქრობ, თამაშის გაანალიზება ასე უფრო მოსახერხებელია. რომ შემეძლოს, უფრო მაღლაც ავიდოდი. მგონი ფეხბურთელებს იქიდან მიცემული მითითებების გაგონება არ უჭირთ. ჩვენ კვარაცხელიას შეცვლას ოდნავ მოგვიანებით ვაპირებდით, მაგრამ მან მცირე დაზიანება მიიღო, ასისტენტებმა სწრაფად გაიგეს […]
ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სახალისო ვიდეო რუბინის ვარჯიშიდან (ვიდეო)
კვარაცხელიას გამო, ლოკომოტივის გულშემატკივრები ხელმძღვანელობას პროტესტს უცხადებენ
მოსკოვის “ლოკომოტივის” გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობის შესახებ განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ანატოლი მეშჩერიაკოვისა და გენერალური დირექტორის ვასილი კიკნაძის თანამდებობიდან გათავისუფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამის მიზეზი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან გაშვებაა. “კიკნაძის მეთაურობით, კლუბი რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა. პერსპექტიული […]
“კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი დღეს ბევრი არ არის” – რუსი მწვრთნელი ქართველ ტალანტზე საუბრობს
გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა ანდრეი კობალევმა, რომელიც წარსულში მოსკოვის “დინამოს” და სამარას “კრილია სოვეტოვს” წვრთნიდა, ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “დღეს, ერთ-ერთი ის მოთამაშე, რომლის პროგრესიც აშკარაა, არის ხვიჩა კვარაცხელია “რუბინიდან“. თქვენ ხედავთ, რომ ფეხბურთი ახლა უფრო ქმედითი თამაში ხდება. ყველამ უნდა იშრომოს ბევრი, მიიღოს ბურთი, შევიდეს ორთაბრძოლაში და ირბინოს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ასეთ […]
ზედიზედ მესამედ – კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრების ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მესამე თვეა ყაზანის “რუბინის” საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. 19 წლის ტალანტი რუსული კლუბის გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად აირჩიეს. ხვიჩა საუკეთესოდ “რუბინის” ქომაგთა 42%-მა მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ფანების რჩეული მიმდინარე სეზონის სამივე თვეში: აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გახდა. კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში […]
რუსულ გუნდში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა
რუსეთის პრემიერლიგაში კორონავირუსის მორიგი შემთხვევები დაფიქსირდა. “სოჭში” 9 ადამიანის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, თუმცა ცნობილი არაა კორონავირუსი ფეხბურთელებს თუ კლუბში მომუშავე პირებს დაუდგინდათ. ვლადიმირ ფედოტოვის გაწვრთნილი გუნდი 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-12 პოზიციას იკავებს. “სოჭს” დღეს პრემიერლიგის 29-ე ტურში “ტამბოვთან” უნდა ეთამაშა, თუმცა შეხვედრა გადაიდო.
კვარაცხელიას საგოლე და მატჩის საუკეთესოს წოდება (ვიდეო)
რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში, ყაზანის “რუბინმა” საშინაო არენაზე “ორენბურგი” 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით გავიდა, რომელიც ზურიკო დავითაშვილის მსგავსად ძირითად შემაგდენლობაში იყო და 83 წუთი ითამაშა, საბოლოოდ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რაც შეეხება დავითაშვილს,მან მოედანზე 57 წუთი ითამაშა. გამოცდილი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის თავკაცობით გუნდმა მორიგი შეხვედრა მოიგო […]
“შორს წავა და ევროპულ გრანდში ითამაშებს” – სიომინი კვარაცხელიას ბენეფისს გამოეხმაურა
Კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ, რუსეთის ჩემპიონატი 23-ე ტურის შეხვედრებით დაბრუნდა. ყაზანის “რუბინმა” “ურალი” სტუმრად 2:1 დაამარცხა, გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი ზუსტი გადაცემით თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა. Მატჩის დასრულების შემდეგ, 19 წლის ტალანტის შესანიშნავი თამაში გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა […]
10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში
რუსულმა საფეხბურთო გამოცემა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა. სტატიაში წერია, რომ რუსეთში 100-ზე მეტ ქართველს უთამაშია და ისინი მხოლოდ უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრაზილიელებს და სერბებს ჩამორჩებიან. თუმცა, საუკეთესოთა შორის მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც საქართველოს სახელით გამოდიოდა, სწორედ ამიტომ არ არიან სიაში ომარ თეთრაძე, გიორგი ჯიქია და სხვები. 10. გია გრიგალავა (“როსტოვი”, “მოსკვა”, […]
Bleacher Report-ი ხუბუტიას კურიოზულ შეცდომას იხსენებს (ვიდეო)
ქართველების გუნდი შესაძლოა რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს
ყაზანის რუბინის მთავარ მწვრთნელად შესაძლოა გამოცდილი რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი დაინიშნოს. იმ გუნდიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი ირიცხებიან, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დამწყები მწვრთნელი რომან შარონოვი გაათავისუფლეს. რაც შეეხება მოსკოვის “ცსკა-ს”, “როსტოვის”, “ჰალის” და რუსეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს, ის ერთი თვის წინ “ვიტესიდან” დაითხოვეს და თავისუფალია. Championat.com სლუცკის “რუბინის” ჩაბარების […]
კვირკველია რუსულმა გამოცემამ მაღალი დონის დაკარგული ფეხბურთელების ათეულში შეიყვანა
პრესტიჟულმა რუსულმა სპორტულმა გამოცემა Championat.com-მა რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე იმ მაღალი დონის ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც მიმდინარე სეზონის საწყის ნახევარში საკმარისი სათამაშო დრო ვერ მიიღეს და ჩვეული ფორმისგან შორს არიან. იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალში, რომელმაც გაზაფხულზე უნდა გაიბრწყინოს, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია მოხვდა. “გასაკვირია, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა სეზონი “ლოკომოტივის” სკამზე დაიწყო. კვირკველია ამტკიცებდა, […]