ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტამ საიმანოვმა დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების შემტევის მიერ რუსეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში, “ურალის” წინააღმდეგ მოგებულ (1:0) შეხვედრაში, მიღებული ტრავმა მძიმე აღმოჩნდა და ის რამდენიმე თვეს გამოტოვებს. “მას აქვს დაზიანება, რომელზეც ჯერ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა არ ჩაგვიტარებია. სავარაუდოდ, ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, რადგან ტრავმის […]