Eurosport | 12 წლის შემდეგ საბა ქუმარიტაშვილმა ტრაგიკულად დაღუპული ბიძის ოცნება აასრულა
2010 წელს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგედია დატრიალდა – ქართველი მოციგავე, ნოდარ ქუმარიტაშვილი საწვრთნელი დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. 12 წლის შემდეგ, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილმა – საბა ქუმარიტაშვილმა ბიძის ოცნება აასრულა. საბა გახდა პირველი ქართველი მოციგავე, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. A milestone tainted by tragedy ❤️ Saba Kumaritashvili has become […]
ვინ წარადგენს საქართველოს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე?
4 თებერვალს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყება და იგი თითქმის სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ოლიმპიური თამაშები 20 თებერვალს დასრულდება. 7 სხვადასხვა სპორტის სახეობაში მსოფლიოს 91 ქვეყანას თითქმის 3 000 სპორტსმენი წარმოადგენს და 109 ოქროს მედალს გაითამაშებს. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 9 სპორტსმენი წარმოადგენს, რომლებიც სამ სხვადასხვა სპორტის სახეობაში გამოვლენ. საქართველოს […]
საბა ქუმარიტაშვილი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოციგავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა. ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი კი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ საბა ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ნათესავია. ორივე მათგანის მწვრთნელი ფელიქს ქუმარიტაშვილი (საბას ბაბუა) იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ […]