იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის “უდინეზეში” პოტენციური ტრანსფერის შესახებ წერს. “მცველი, რომელიც როდრიგო ბეკაოს შეცვლის, შესაძლოა რუსეთიდან მოვიდეს. დაკვირვების ქვეშ მყოფი ფეხბურთელი საბა საზონოვია. ნამდვილი კოლოსი, იმის გათვალისწინებით, რომ ის თითქმის ორი მეტრია და ჯერ კიდევ ოცდაერთი წლისაა. ამ ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს. ვნახოთ, სერიოზულად არის თუ არა დაინტერესებული უდინეური […]
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
“სარბიელის” მიერ ორგანიზებული საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შედეგები ცნობილი გახდა. 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად, ცხადია, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. 22 წლის ფეხბურთელი გამოკითხვაში მონაწილე 85-დან 84-მა სპორტულმა ჟურნალისტმა პირველ პოზიციაზე დაასახელა, საერთო ჯამში კი 254 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი მიქაუტაძეს […]
გალათასარაი საბა საზონოვით დაინტერესდა
თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის დამატება თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გრანდს, “გალათასარაის” სურს. ირკვევა, რომ თურქეთის მოქმედ ჩემპიონს, რომელიც 2023/24 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, დადებითად უყურებს შემადგენლობის გაღრმავებასა და გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირებას. აღნიშნულია ისიც, რომ ჯერ მოსკოვის “დინამოსთვის” სტამბულელებს ოფიციალური შეთავაზება არ გაუგზავნიათ, მაგრამ […]
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება გაიზარდა
საქართველოს 21-წელამდელთა ნაკრები უეფას ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე წარმატებულად გამოვიდა და ისტორიაში პირველად მეოთხედფინალურ ეტაპამდე მიაღწია. აღნიშნულ ტურნირს მსოფლიო მედიასა და საფეხბურთო ექსპერტებს შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა გამოცემების სიმბოლურ გუნდებში ადგილი მოიპოვეს და ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშიც მოხვდნენ. ამის ფონზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის გახლავთ, რომ Transfermarkt-ის განახლებული მონაცემების შედეგად, 21-წლამდელთა […]
საბა საზონოვის დამატებით იტალიის სერია A-ს ორი კლუბი ინტერესდება
იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი ორი კლუბი, “სასუოლო” და “უდინეზე” საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის დამატებით ინტერესდებიან. “მთელი ყურადღება 2002 წელს დაბადებულ და მოსკოვის “დინამოში” მოთამაშე საბა საზონოვზეა მიპყრობილი. ორ გუნდს შორის ახლა ბრძოლაა გაჩაღებული. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მხარეებს შორის კონკურენციის მთავარი მიზეზი გახდეს. “უდინეზე” ამ ეტაპზე მეტოქეს ჩამორჩება”, – წერს tuttomercatoweb-ი. “ევროპული ფეხბურთის ელიტაში თამაში შეუძლია” – […]
“ევროპული ფეხბურთის ელიტაში თამაში შეუძლია” – უცხოური მედია საბა საზონოვს ვრცელ სტატიას უძღვნის
საქართველოს 21-წლამდელთა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის შესახებ ინდონეზიურმა ვებ-გვერდმა idntimes.com-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და მისი კარიერის ევროპულ პერსპექტივას გაუსვა ხაზი. “საბა საზონოვი, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კედელი, რომელსაც შეუძლია ევროპის ელიტარულ ლიგაში გადასვლა” – ასე სათაურდება სტატია, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: “ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებში მის უფროს თანაგუნდელებს, საბა საზონოვსაც სჭირდება ფართო საზოგადოების ყურადღება. მისი […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, საბა საზონოვი და ზურიკო დავითაშვილი მოხვდნენ. Sofascore-ის ვერსიით, 21 წლის ცენტრალურმა მცველმა, 7.7, ხოლო 22 წლის მარჯვენაფლანგის შემტევმა 7.9 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ნომინაცია, პირველ ტურში სიმბოლურ გუნდში ასევე საბა საზონოვი მოხვდა, რომელსაც 7.8 ქულით შეფასება ჰქონდა. ევროპის […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს. მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: […]
საბა საზონოვი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Sofascore-ის ვერსიით, 21 წლის მცველი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ – 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც 7.8 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, პორტუგალიელთა წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა, 5-ჯერ […]
საქართველოს ნაკრების წევრი საბა საზონოვი, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებით უზომოდ გახარებულია და აღნიშნავს, რომ კვარამ და “ნაპოლიმ” ისტორია დაწერეს. “მის გამო უზომოდ გახარებული ვარ. გადახვიდე იტალიაში და პირველივე წელს გახდე ჩემპიონი კლუბთან ერთად, რომელსაც სკუდეტო 33 წელია არ მოუგია, უდიდესი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მთელი გუნდისა და მწვრთნელის დამსახურებაა. “ნაპოლი” დიდებული გუნდია, დიდებული […]
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ,,დინამოს” მცველმა, საბა საზონოვმა, sport24.ru-სთან, რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა: sport24: სექტემბერში საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტე, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მანამდე ნათქვამი გქონდა, რომ შენთვის პრიორიტეტი რუსეთი იყო. რატომ გააკეთე ასეთი არჩევანი? საზონოვი: არჩევანი ოჯახთან ერთად გავაკეთე. არა მგონია, ეს სწორი კითხვა იყოს. ფაქტი ერთია – ორი სამშობლო მაქვს და ბავშვობიდან […]