მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ბათუმი არენაზე პრესკონფერენცია გამართა და საბერძნეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “დღეს ბათუმში ტრაგედია დატრიალდა და პირველ რიგში მინდა ყველა ქართველს მივუსამძიმრო. საბერძნეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა. ჩვენ 2004 წლის ევროპის ჩემპიონებზე ვსაუბრობთ. მათი ბევრი ფეხბურთელი დიდ კლუბებში თამაშობს. თუმცა, ჩვენ […]