დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ათენში, “აკროპოლისის თასზე” საქართველო მასპინძელ საბერძნეთს დაუპირისპირდება. მასპინძელმა საბერძნეთის ნაკრებმა აკროპოლისის თასი პოლონეთის წინააღმდეგ მარტივი გამარჯვებით დაიწყო. ბერძნებმა პოლონელები 23 ქულიანი სხვაობით, 101-78 დაამარცხეს. პოლონეთის წინააღმდეგ, რომელიც საბერძნეთისთვის ძლიერ მეტოქეს არ წარმოადგენს, მატჩს მაყურებლის დიდი რაოდენობა დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი ბოლომდე არ იყო სავსე გულშემატკივარმა არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა. იგივე […]