საჩხერის “ჩიხურასთან” (1:0) გამარჯვების შემდეგ, “დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეხვედრა შეაფასა, მეტოქის ძალებზე, მისი გუნდის სათამაშო ხარისხსა და მოახლოებულ ევროსარბიელზე ისაუბრა. “წინა ტურში “ჩიხურამ” დაამტკიცა, რომ სანახაობრივი და შედეგიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია, აქედან გამომდინარე, რთულ მატჩს ველოდით. მათ მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ გვიან დაიწყეს და სათამაშო ფორმაში ნელ-ნელა შედიან, ეს ჩავარდნაც სწორედ ამის ბრალი […]