როგორც მოგეხსენებათ, 8 მარტს ოსაკაში ჰარუ ბაშო იწყება. კორონავირუსის საფრთხის გამო შეხვედრები უმაყურებლოდ ჩატარდება. იაპონიის სუმოს ასოციაციამ დღეს დილით პირველი ორი დღის შეხვედრების განრიგი გამოაქვეყნა, შესაბამისად გაირკვა იმ ორი მეტოქის ვინაობაც, ვისაც ტოჩინოშინი კვირას და ორშაბათს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ რომ ლევანი მარტის ბაშოზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს. გახსნით შეხვედრაში ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირა სადანოუმი […]