ალ აჰლი სადიო მანესთვის სამწლიან შეთავაზებას ამზადებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში არაბული კლუბი “ალ აჰლი” სადიო მანეს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ სენეგალელი შემტევი კლუბისთვის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ “ალ აჰლიმ” სადიო მანეს თანაგუნდელი რობერტო ფირმონი უკვე გადაიბირა. ბრაზილიელმა შემტევმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ბოლო დროს საუდის არაბეთი საკმაოდ გააქტიურდა და მათ ლიგაში არაერთი […]
მიუნხენის “ბაიერნის” მესვეურები 31 წლის სენეგალელი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოები არიან და მზად არიან, რომ სადიო მანე გუნდიდან გაუშვან. მანემ მოედნის მიღმაც მიიპყრო არასასურველი ყურადღება, თანაგუნდელ ლეროი სანესთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ, რის შედეგადაც მას დისკვალიფიკაცია და ჯარიმა დაეკისრა. გერმანული წყაროების ცნობით, “ბაიერნის” ახალ მწვრთნელს – ტომას ტუხელს, სადიო მანესთან თანამშრომლობა არ მოსწონს და მზად არის რომ […]
მანე ოსიმენის სანაცვლოდ – ბაიერნი მეგა ტრანსფერს ამზადებს
მიუნხენის “ბაიერნი” განიხილავს ვიქტორ ოსიმენისა და სადიო მანეს გაცვლას მას შემდეგ, რაც სენეგალელი გარემარბი ლეროი სანეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. “ბაიერნი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრფორვარდის შეძენას გეგმავს. მიუნხენელებს “ნაპოლის” ნიგერიელი ფორვარდის – ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. “ბაიერნისთვის” მთავარი დაბრკოლება ის თანხაა, რომლითაც “ნაპოლი” ვიქტორ […]
რა სასჯელი ელოდება სადიო მანეს ლეროი სანესთან ინციდენტის შემდეგ?
მიუნხენის “ბაიერნის” შემტევს, სადიო მანეს გუნდის გასახდელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სერიოზული სანქციები ემუქრება. გერმანული მედიის ინფორმაციით, საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისთან” ბავარიული კლუბი სტუმრად (0:3) დამარცხდა, გერმანელთა გასახდელში, კონფლიქტი მოხდა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც სწორედ სენეგალელი სუპერვარსკვლავი იყო. უფრო კონკრეტულად 31 წლის ფეხბურთელი ლეროი სახნეს დაუპირისპირდა და როგორც ირკვევა, […]
თომას ტუხელი: “მე აქ მანეს დასაცავად ვარ”
“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და ყურადღება მანესა და სანეს შორის დაპირისპირებაზე გაამახვილა. გერმანელი სპეციალისთვის თქმით, მანე ნამდვილი პროსფეიონალია და დამნაშავე არ არის. “მე აქ მანეს დასაცავად ვარ. მას უკვე დიდი ხანია, როგორც ნამდვილ პროფესიონალად ვიცნობ. მე მის გარემოცვასაც ვიცნობ. ის დამნაშავე არ ყოფილა. ბუნებრივია, რომ მისი საქციელი მისაღბი არ არის. […]
სანესთან დაპირისპირების გამო ბაიერნმა სადიო მანე დასაჯა
როგორც უკვე იცით, “სიტისთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ, გასახდელში ერთმანეთს სადიო მანე და ლეროი სანე დაუპირისპირდნენ. გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანემ მის თანაგუნდელს სახეშიც კი გაარტყა. აღნიშნულთან დაკავშირებით “ბაიერნს” ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა, დააანონსეს, რომ მანე აუცილებლად დაისჯებოდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენურმა კლუბმა სენეგალელი შემტევი “ჰოფენჰაიმთან” შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანა. გარდა […]
კამერებთან გამოჩენისას ლეროი სანემ სახე დაიფარა | VIDEO
გერმანული გამოცემა BILD-ის მერ გავრცელებული ინფრომაციის თანამხად, “სიტისთან” მარცხის შემდეგ, “ბაიერნის” გასახდელში ერთმანეთს სადიო მანე და ლეროი სანე დაუპირისპირდნენ. როგორც დაიწერა სენეგალელმა ფეხბურთელმა მის თანაგუნდელს სახეშიც კი გაარტყა, რამაც მასზე დიდი კვალი დატოვა. ამ სიტყვებს ადასტურებს ლეროი სანეს დღევანდელი ქმედებაც, როდესაც კამერებთან გამოჩენისას გერმანელმა შემტევმა სახე დაიფარა.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “სიტისთან” მარცხის შემდეგ ბავარიელთა გასახდელში დიდი დაპირისპირება იყო. როგორც სოციალურ ქსელებში იწერება სადიო მანემ სეროი სანეს სახეშიც კი გაარტყა. BILD-ის თანახმად, ფეხბურთელებს შორის უთანხმოება მოედანზე მოხდა და ეს ყველაფერი გასახდელშიც გაგრძელდა. სენეგალელი შემტევი მისი თანაგუნდელის მიმართვამ გააღიზიანა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, მანემ მის თანაგუნდელს სახეში გაარტყა. სიტუაცია მალევე დაშოშმინდა, როცა […]
ლივერპულში თამაშისას სადიო მანეს გუნდი ხშირად აჯარიმებდა
“ბაიერნში” გადასვლამდე სადიო მანემ “ლივერპულში” საკმაოდ ნაყოფიანი 6 წელი გაატარა. სენეგალელმა მერსისაიდელების მაისურით 269 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა. ფორვარდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა და გუნდთან ერთად პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ასოციაციისა და კარაბაოს თასის მოგებაც შეძლო. თუმცა, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ენდი რობერტსონმა გაამხილა, რომ მანეს გუნდი ხშირად აჯარიმებდა: “ზოგიერთი ჯარიმა საკმაოდ ძვირია. […]
მუნდიალი 2022 | რას იხილავთ live.ge-ზე?!
სრულიად მსოფლიოს ყურადღება, ყატარისკენაა მიმართული. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ყატარი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს. 20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატმა ოფიციალურად აიღო სტარტი, რის გამოც 1 თვის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასეულობით მილიონი ადამიანის ცხოვრების რიტმი შეიცვლება. მუნდიალი 2022 | […]
ვან დაიკი: “მანეს გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი უფრო ღარიბი იქნება”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – ვირჯილ ვან დაიკმა, მისი ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის, სენეგალელი – სადიო მანეს ტრავმის შესახებ ისაუბრა. მიუხედავად, იმისა, რომ ნიდერლანდების ნაკრები სადიო მანეს გარეშე დარჩენილ კიდევ უფრო სუსტ სენეგალის ნაკრებს შეხვდება, ვან დაიკი აღნიშნავს, რომ 2022 წლის მუნდიალი სადიო მანეს გარეშე კიდევ უფრო “ღარიბი” იქნება. “ძალიან ვწუხვარ, რომ სადიო გამოტოვებს ჩვენს […]
სენეგალელთა მცდელობის მიუხედავად, მანე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს
“ვერდერთან” შეხვედრაში მიღებული ტრავმა მანესთვის საბედისწერო აღმოჩნდა. დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ სენეგალელი ფორვარდი მუნდიალის გამოტოვებას აპირებდა. მიუხედავად სადიოს ტრავმისა, აფრიკელები მაინც იმედოვნებდნენ, რომ მანე გამოჯანმრთელდებოდა და ტრავმირებული ფეხბურთელი 26-კაციან განაცხადშიც შეიყვანეს. რამდენიმე წუთის წინ, გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა პოსტი, რომლის მიხედვითაც სენეგალმა დაადასტურა, რომ მანე მუნდიალზე ვერ ითამაშებს. სენეგალი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას […]