ლივერპულის შემტევმა, სადიო მანემ, “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა. “გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა და სიამოვნება იყო. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დავეუფლოთ. ძალიან მიხარია, რომ ფირმინომ მიკრო ტრავმა მოირჩინა. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. რაც შეეხება კოუტინიოს – ის საოცარი ფეხბურთელია. გული დამწყდა, როდესაც იგი სათამაშოდ “ბარსელონაში” გადავიდა. […]