ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მოულოდნელად წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. მეოთხედფინალურ ეტაპზე ესპანური გუნდი რუსეთში, ნეიტრალურ მოედანზე, “სტრასბურგს” დაუპირისპირდა და ოვერტაიმში – 86:88 დამარცხდა. შერმადინი “ტენერიფეს” რიგებში დღესაც გამორჩეული იყო – 32 წლის ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 35 წუთში 19 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 12-დან 11 საჯარიმო) , 5 მოხსნა, 4 გადაცემა, 3 დაფარება […]