ჰანდანოვიჩი ინტერის ერთგულია
სლოვენიელმა მეკარემ სამირ ჰანდანოვიჩმა მილანის “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. 35 წლის გოლკიპერმა “ნერაძურისთან” ხელშეკრულება 2022 წლამდე გააფორმა. გამოცდილი კარის დარაჯი იტალიურ გრანდში 2012 წლიდან, ანუ მას მერე ირიცხება, რაც 15 მილიონ ევროდ “უდინეზედან” შეიძინეს. ამჟამინდელი კონტრაქტი მას მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდებოდა. კარიერის განმავლობაში ჰანდანოვიჩს 588-დან 203 შეხვედრაში კარი მშრალად აქვს შენახული, და ჯამში 667 გოლი აქვს […]
ჰანდანოვიჩი უდინეზესთან და მილანთან ვერ ითამაშებს
ინტერის კაპიტანი და იმედი სამირ ჰანდანოვიჩი ზედიზედ ორ მატჩს გამოტოვებს. სამირს მილანური დერბის გამოტოვება მოუწევს. მიზეზი კი თითის დაზიანებაა. სლოვენიელ კიპერს მკურნალობისთვის 2 კვირა დასჭირდება. ანტონიო კონტემ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადში დეიან სტანკოვიჩის შვილი შეიყვანა. სტანკოვიჩის შვილი ინტერის ბ გუნდში ასპარეზობს. საინტერესოა მიეცემა თუ არა ახალგაზრდა კიპერს თავის გამოჩენის საშუალება.
რონალდუმ საუკეთესო ფეხბურთელის სპეციალურ ნიშანზე უარი თქვა
სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ახალგაზრდა ტალანტისა და წლის ფეხბურთელის მაისურებზე სპეციალური ნიშნები გამოჩნდა. გამორჩეული მაისურით მოედანზე გამოსვლაზე უარი მხოლოდ სერია ა-ს გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, კრიშტიანუმ აღნიშნულზე უარი იმის გამო თქვა, რომ არ სურდა, მოედანზე თანაგუნდელებისგან განსხვავებული მაისურით გამოსულიყო და ამ მხრივ, თავი […]