ქართველმა მსაჯმა, ნიკა ამაშუკელმა, სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩში იმსაჯა. ეს იყო პირველი შემთხვევა მსოფლიო რაგბის ისტორიაში, როცა ტიერ1-ის გუნდების სრულფასოვან ტესტ-მატჩს ტიერ2-ი ქვეყნის წარმომადგენელი წარუძღვა. სამხრეთ აფრიკისა და უელსის შეხვედრა, რომელიც პრეტორიაში გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 32:29 დასრულდა, არადა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა პირველი ნახევარი 3:18 დათმეს, გამარჯვების ჯარიმა კი დამიან უილემსმა 83-ე წუთზე გაიტანა. […]