ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Bobo TV-ის ეთერში ისაუბრა. “სპალეტი გენიოსიაა. მან დაკარგა კულიბალი, მერტენსი, ინსინიე, ოსპინა, ფაბიან რუისი, რომელსაც თამაში აღარ უნდა და მერეტი, რომლის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის ფონზე მე არ მესმის, როგორ აიძულებს სპალეტი გუნდს ასე კარგად თამაშს. წელს “ნაპოლი” არის კლუბი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტრიგებს. […]