ტორპედო ელიგის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ლეგიონერმა დატოვა
ქუთაისის “ტორპედო” და სამუელ ინკუმი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იმერული კლუბის Facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 32 წლის მარჯვენა მცველმა და ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა სამუშაო კონტრაქტი ურთიერთშეხვედრების შედეგად გაწყვიტა. განელი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონის დასაწყისში გამოჩნდა და წინა სეზონი “სამტრედიაში” გაატარა, მიმდინარე წლის სტარტიდან ქუთაისური გუნდის მაისურს ირგებდა. ის საქართველოს […]
სამუელ ინკუმი: “მინდა ჩემი გამოცდილება ქართულ ფეხბურთს გავუზიარო და განვითარებაში დავეხმარო”
სამუელ ინკუმი საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერია. განელი ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატს 2020 წლის დასაწყისში შეუერთდა და “სამტრედიას” მაისურით 14 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. 31 წლის ფეხბურთელი ამპლუით მარჯვენა მცველია, თუმცა მას შეგვიძლია უნივერსალი ვუწოდოთ, ვინაიდან თამაში როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე ნახევარდაცვასა და შეტევაშიც კარგად ეხერხება. განის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც კარიერაში ორ […]
სამუელ ინკუმი: “ჯაბა კანკავას შევპირდი, რომ საქართველოში ჩამოვიდოდი”
2020 წლის ზამთარში, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა “სამტრედიამ” გამორჩეული ლეგიონერი, სამუელ ინკუმი დაიმატა. 31 წლის განელ მცველს მონაწილეობა მიღებული აქვს ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე ითამაშა ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელის სამუელ ეტო’ოს გვერდით. რაც შეეხება ინკუმის საკლუბო კარიერას, სხვადასხვა პერიოდში იგი “ბაზელის,” “დნიპროს,” “დისი იუნაიტედის,” “ბოავიშტასა” და სხვა გუნდების ღირსებას იცავდა. ინკუმმა, კარიერის გამორჩეული მომენტების და საქართველოში […]