კოპა დელ რეის ნახევარფინალში, “სან მამესზე“, ბილბაოს “ატლეტიკმა” “ვალენსიას” უმასპინძლა და ფრე – 1:1 ეთამაშა. ვალენსიელთა ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოხვდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც საკმაოდ ნორმალური თამაში ჩაატარა, თუმცა ერთ ეპიზოდში კინაღამ, უნებლიე შეცდომის შედეგად მეტოქეს გოლი აჩუქა. ეს მაშინ, მოხდა, როცა ქართველ გოლკიპერს თანაგუნდელმა ბურთი დაუგორა, მან კი ფეხი ააცილა […]