წყალბურთი | დინამო თბილისი ლიდერებმა დატოვეს
ოფიციალური ინფორმაციით, “დინამო თბილისი” ლიდერებმა – მარკო ელაჩამ (C), დუშან ვასიჩმა, სანდრო ადეიშვილმა და ანდრია ბითაძემ დატოვეს. ოთხივე მათგანი, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის საუკეთესო კლუბებთან ასპარეზობისას, გუნდის ბირთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ცნობილია მათი მომავალი კლუბები: კარიერის მიწურულს, გუნდის ყოფილი კაპიტანი, მარკო ელაჩა, “მლადოსტში” ითამაშებს, სადაც იგი 2001-2007 წლებში ასპარეზობდა. 39 წლის წყალბურთელს ხორვატულმა კლუბმა 2-წლიანი კონტრაქტი […]
ენკა დამარცხებულია | დინამო თბილისი ოლიმპიაკოსთან შეხვედრისთვის ემზადება
“დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება: “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრამდე, წყალბურთელთა გუნდი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ “ენკა სტამბოლთან” ამხანაგური მატჩი გამართა და თურქული გუნდი ანგარიშით 16:11 დაამარცხა. ღამის დამღლელი ფრენისა და რამდენიმესაათიანი რეაბილიტაციის შემდეგ, დინამოელებმა “ენკას” ბაზაზე ივარჯიშეს და ადგილობრივ გუნდთან სპარინგ-მატჩი ჩაატარეს. “დინამოელთა” რიგებიდან თავი მარკო იელაჩამ (4), დუშან ვასიჩმა (3), სანდრო ადეიშვილმა (2), იოვან […]
14-21 თებერვალს საქართველოს წყალბურთის ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევზე იასპარეზებს
14-21 თებერვალს, ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უმნიშვნელოვანეს საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ 14 თებერვლიდან ჩაერთვება და ტოკიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის შესარჩევზე საქართველოს წყალბურთის ნაკრები A-ჯგუფში, საკმაოდ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ იასპარეზებს. პლეი-ოფის საგზურს ჯგუფის საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. A-ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, კანადა, საბერძნეთი, მონტენეგრო, ბრაზილია საქართველოს წყალბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, […]