ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა. ორგანიზაციამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მისი ეგიდით გასამართ ტურნირებზე დაუშვა: ,,უბრალოდ, მინდა, ვიცოდე, ასეთი უსამართლოა ეს სამყარო? FIE, ასე მოქცევის უფლება არ გაქვთ მაშინ, როდესაც უდანაშაულო ბავშვები უმიზეზოდ იხოცებიან. და ასეთ გადაწყვეტილებას ასე მარტივად იღებთ? გვერწმუნეთ, თქვენზე ძლიერები ვართ და ამას არ დავუშვებთ! უკრაინელი მოფარიკავეების გვერდით ვარ!” […]