გავლენიანი ამერიკული საკალათბურთო პორტალი Basketballnews-ი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 5 ახალგაზრდა ვარსკვლავის შესახებ წერს, რომელთაც უნდა დავაკვირდეთ. მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა ფინიქსის წინააღმდეგ მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ | VIDEO 17 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი – მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი მამუკელაშვილის 20 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი | VIDEO ქართველი გულშემატკივრისთვის […]
“ვემბანიამასა და კოლინსთან ერთად, მამუკელაშვილი სპურსს მეტ სიღრმეს მისცემს” – CLUTCHPOINTS
სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. კორტზე ნაჩვენები ბრწყინვალე უნარებიდან გამომდინარე, “სან ანტონიო სპურსმა” მამუკელაშვილს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. ფრენჩაიზის მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს, მამუკელაშვილი სიამოვნებით დათანხმდა და ქართველმა ცენტრმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ავტორიტეტული საკალათბურთო ტაბლოიდი CLUTCHPOINTS-ი ვრცელ სტატიას […]
NBA-ს დრაფტის ლატარიის გამარჯვებული “სან ანტონიო სპურსი” გახდა. ტექსასურ ფრენჩაიზს შესაძლებლობა მიეცა მომავალ სუპერვარსკვლავად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა დაიმატოს და უდიდესი ალბათობით, “სპურსი” ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ამერიკული მედია და სპურსის ფანები მამუკელაშვილის დარჩენას ითხოვენ Air Alamo-მ სანდრო მამუკელაშვილი წლის აღმოჩენად დაასახელა დრაფტის ლატარიის შემდეგ, “სან ანტონიო” სპურსის შემადგენლობის შესახებ სპეკულაციები არ ცხრება. SpursTalk-ი ერთ-ერთი […]
“კარგად გაწვრთნილი” მამუკელაშვილი, რომელმაც აღიარება დაიმსახურა
ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი Si “სან ანტონიო სპურსის” განვლილი სეზონის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 2 წელია ასპარეზობს, თავს თანდათან იმკვიდრებს და გულშემატკივარს ბრწყინვალე პერფორმანსით აოცებს. “მილუოკის” მაისურით სანდროს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა – “სან ანტონიოში” გადასვლის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა და კორტზე […]
სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ “სან ანტონიოში” სანდრომ 19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო. კორტზე ნაჩვენები ბრწყინვალე უნარებიდან გამომდინარე, “სან ანტონიო სპურსმა” მამუკელაშვილს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. ფრენჩაიზის მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს, მამუკელაშვილი სიამოვნებით […]
“მამუ! მამუ! მამუ!” – სან ანტონიომ მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტები გაიხსენა | VIDEO
“მილუოკიდან” “სან ანტონიოში” გადასვლის შემდეგ, მამუკელაშვილი “სპურსის” სასტარტო ხუთეულის შეუცვლელი წევრი გახდა. ტექსასური ფრენჩაიზის მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში, მამუ საშუალოდ 11 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებდა, რითიც გულშემატკივრებს ნათლად დააანახა, რომ დიდებული კალათბურთელია. “სან ანტონიო სპურსმა” სოციალურ ქსელებში, მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტების კოლაჟი განათავსა. “სპურსის” Facebook, Youtube და Instagram-ის არხებზე, მამუს მომენტებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ავტორიტეტული ბერძნული სპორტული მედია საშუალება Super Basket-ი სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და “სან ანტონიოს” მძიმე ფორვარდი, ევროპაში დაბრუნების შემთხვევაში, ნებისმიერი კლუბის სასტარტო ხუთეულში მარტივად მოხვდება. Super Basket-მა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე ის მძიმე ფორვარდები დაასახელა, რომელთაც ევროპაში ბრწყინვალე კარიერა ელით და განსაკუთრებული აქცენტი სანდრო მამუკელაშვილზე […]
“სან ანტონიოს” ქართველმა ლეგიონერმა – სანდრო მამუკელაშვილმა, “სპურსის” შემადგენლობაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პარკეტზე გატარებულ 25:20 წუთში მამუმ 20 ქულის, 5 მოხსნის, 3 შედეგიანი გადაცემისა და 3 ჩაჭრის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ “სან ანტონიოს” რიგებში მამუკელაშვილი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, ხოლო ორივე გუნდიდან მხოლოდ ბრენდონ ინგრემმა შეძლო მასზე მეტი (32) ქულის დაგროვება. მამუს კარგი თამაშის მიუხედავად, […]
“მან კიდევ ერთხელ თქვა საკუთარი სიტყვა, რომ ის წლის საუკეთესო მოთამაშეა”, – სეტონ ჰოლის მწვრთნელი მამუკელაშვილზე
ქართული კალათბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი სანდრო მამუკელაშვილი “ბიგ ისტის” კონფერენციაში ნახევარფინალურ ეტაპზე საკუთარ გუნდთან, “სეტონ ჰოლთან” ერთად ასპარეზობას განაგრძობს. ქართველი ლეგიონერის გუნდმა კონფერენცია მე-5 პოზიციაზე დაასრულა, რის ხარჯზეც პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მათი პირველი მეტოქე “სენტ ჯონსი” გახლდათ. “სენტ ჯონსისა” და “სეტონ ჰოლის” შეხვედრას ნიუ იორკის “Madison Square Garden”-მა უმასპინძლა. შეხვედრა დრამატული მიმდინარეობით გამოირჩეოდა, […]
“მინდოდა ბიჭებთან ვყოფილიყავი” – მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს შეუერთდა | VIDEO
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ლიდერი […]
“სან ანტონიოში თავის დამკვიდრებას შევძლებ” – სანდრო მამუკელაშვილი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა – სანდრო მამუკელაშვილმა, “სან ანტონიო სპურსის” შემოთავაზება მიიღო და ფრენჩაიზთან კონტრაქტის 1-წლით გახანგრძლივებას დათანხმდა. “სპურსთან” გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, მამუკელაშვილმა betlive.com-თან ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ “სან ანტონიოს” ძალიან კარგი ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, სადაც თავის დამკვიდრებას შეძლებს. “მოგესალმებით, როგორც იცით “სან ანტონიო სპურსთან” ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გავახანგრძლივე, რის გამოც მოხარული […]
“სანდრო მუდამ სპურსელი იყო” – FIBA
ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველის ადრიან ვოინაროვსკი ინფორმაციით, “სან ანტონიო სპურსმა” სანდრო მამუკელაშვილს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა. “თავისუფალი აგენტი, სანდრო მამუკელაშვილი “სან ანტონიო სპურსთან” 1-წლიან კონტრაქტს დათანხმდა და ხელფასის სახით 2 მილიონ დოლარს მიიღებს”, – წერს ვოინაროვსკი ტვიტერის პირად გვერდზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, FIBA-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოები შემდეგი სახელწოდებით განთავსდა: “სანდრო მუდამ “სპურსელი” იყო“.