ნეიმარს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება | სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო
ბრაზილიური საინვესტიციო ფირმა DIS ნეიმარისა და “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის სანდრო როსელის დასჯას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის გარდა, საქმეში ფიგურირებენ ნეიმარის მშობლები, ხოსეპ მარია ბართომეუ, ბრაზილიური კლუბი “სანტოსი” და გუნდის ყოფილი პრეზიდენტი ოდილიო როდრიგესი. DIS ბრალდებულებს ორ საკითხში ადანაშაულებს. პირველი – სავარაუდო კორუფცია კერძო პირებს შორის და მეორე – თაღლითობა, […]
ნეიმარის სასამართლო მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე დაინიშნა
ნეიმარის ტრანსფერი “სანტოსიდან” “ბარსელონაში”, ესპანეთის სასამართლოს ეჭვებს უჩენს. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანოები აცხადებენ, რომ ფეხბურთელი ბრაზილიიდან გადასვლის შემდეგ გადასახადებს თავს არიდებდა. “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდს ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გაასამართლებენ. El Pais-ის ცნობით, წინასწარი მოსმენა 17 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში გაიმართება. პროკურატურას კითხვები საფეხბურთო კლუბებთანაც აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ნეიმარის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” გადასვლისას თაღლითობას […]
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ახალ კლუბთან გააფორმა
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 54 წლის კაზუიოში მიურა კარიერის დასრულებას ისევ არ აპირებს და ახალი წლიდან ახალი კლუბის მაისურსაც მოირგებს. 2022 წლიდან, იაპონიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი საკუთარ სამშობლოში, ქვეყნის რანგით მეოთხე ლიგაში ითამაშებს. მიურას ბოლო კლუბი, “იოკოჰამა” 2021 წლის ბოლოს მეორე ლიგაში დაქვეითდა, კაზუიოში მიურამ კლუბი დატოვა, არადა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, […]
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული – რომელუ ლუკაკუმ ნეიმარს გადაასწრო
მას მერე, რაც ლონდონის “ჩელსიმ” 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანის “ინტერიდან” რომელუ ლუკაკუ დაიმატა, ბელგიელი თავდამსხმელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. კარიერის განმავლობაში, “არისტოკრატების” ახალწვეულისთვის სხვადასხვა კლუბებმა, საერთო ჯამში, 327.56 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველ ჯერზე, “ჩელსის” ლუკაკუს შეძენა 15 მილიონი დაუჯდა, მათგან იჯარისა და კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ჯამში, “ევერტონმა” ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირში […]
ზუსტად 10 წლის წინ: ნეიმარმა პუშკაშის პრემიიით შეფასებული გოლი გაიტანა (ვიდეო)
“ჩვენი ინტერესების გამო ისტორია არ უნდა წავშალოთ” – რონალდუ პელეს რეკორდის გაუმჯობესებას გამოეხმაურა
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “კალიარი” – 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ჰეთ-თრიკი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 23 გოლით ლიდერობა გაიმყარა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პროფესიონალურ კარიერაში 770-ე გოლი გაიტანა, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. მართალია, ამ შედეგს რონალდუმ უკვე რამდენიმე კვირაა მიაღწია, მაგრამ 36 წლის ფორვარდი ისტორიულ ფაქტს მხოლოდ ახლა გამოეხმაურა […]
ნეიმარმა FIFA 21-ში ყველა დროის საუკეთესო გუნდი შეადგინა
“პსჟ-ს” თავდამსხმელი ნეიმარი ვირტუალური თამაშების დიდი გულშემატკივარია. ვიდეო თამაშებისადმი სიყვარულს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი არასდროს მალავდა და ცნობილია, რომ მისი ფავორიტი გასართობი Counter-Strike-ი გახლავთ. 29 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო სიმულატორის აქტიური მომხმარებელიც გახლავთ და FIFA 21-ში საკუთარი, საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდიც შეადგინა. ნეიმარმა ფიფას ყველა დროის საუკეთესო გუნდისთვის სათამაშოდ 4-5-1 ფორმაცია აირჩია, სადაც კარის დაცვის პატივი პრემიერ ლიგის ლეგენდას, […]
“თანამედროვე ფეხბურთის კერპი და ხატი გავხდი” – ნეიმარის თამამი განცხადება
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ნეიმარმა თავის პიროვნულ და პროფესიონალურ თვისებებზე ისაუბრა. “მე ძალიან მამაცი ადამიანი ვარ, ჩემი უდიდესი ღირსება სიმამაცეა. თუმცა, ახლა ძნელი სათქმელია, რას ხედავენ ადამიანები ჩემში. ბავშვობაში ეს ადვილი იყო. ყველა ასაკობრივ ჯგუფში მე არ ვიყავი უღიმღამო ბიჭი, ყოველთვის ვთამაშობდი ტოპ კატეგორიებში. ამან პოპულარობა მომიტანა ქალაქ სანტოსში. მაშინ ეს უფრო ადვილი იყო, ახლა კი […]
მესი, ინიესტა, მოდრიჩი და სხვები: ათწლეულის საუკეთესო გამთამაშებელთა ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო გამთამაშებელთა ათეული დაასახელა. გასაკვირი არაა, რომ სიაში პირველ ადგილს “ბარსელონას” არგენტინელი კაპიტანი ლიონელ მესი იკავებს, მეორე პოზიციაზე ამ სტატუსის ყოფილი მფლობელი ესპანელი ანდრეს ინიესტა იმყოფება, სამეულს კი მადრიდის “რეალის” ხორვატი ათიანი ლუკა მოდრიჩი ასრულებს. დეკადის საუკეთესო გამთამაშებელთა სრული ათეული ასეთია: 1. ლიონელ მესი 2. […]
“თამაშის მოტივაცია მეზრდება” – მსოფლიოს უხუცესმა ფეხბურთელმა კონტრაქტი კვლავ გაახანგრძლივა
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მოქმედი ფეხბურთელი კაზუიოში მიურა პროფესიონალური სპორტიდან წასვლას არ აპირებს. 53 წლის იაპონელმა თავდამსხმელმა “იოკოჰამასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა, სეზონის, რომელიც მის კარიერაში 36-ე იქნება. “წინა წელს, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ კარგია, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შეგვიძლია. პირადად ჩემთვის არადამაკმაყოფილებელი სეზონი იყო, მაგრამ მოტივაცია ფეხბურთის სათააშოდ მუდამ მეზრდება. ყოველდღიურად ბევრს […]
პელეს ლეგენდარული გოლი კომპიუტერული სიმულაციით აღადგინეს (ვიდეო)
ლეო მესის მიერ, ერთ კლუბში გატანილი გოლების მიხედვით პელეს რეკორდის დამხობამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოფიციალურად არგენტინელს “ბარსელონას” მაისურით 644 გოლი აქვს გატანილი, პელემ კი “სანტოსის” მეტოქეები 643-ჯერ დაამწუხრა. მესის რეკორდიდან რამდენიმე დღეში “სანტოსმა” განაცხადა, რომ “ფეხბურთის მეფეს” მათ შემადგენლობაში 1091 გოლი აქვს გატანილი, ამხანაგური მატჩებისა და ტურნირების ჩათვლით. პელეს დროს მატჩების ვიდეოგადაღება იშვიათად ხდებოდა, ამიტომ […]