პელეს ლეგენდარული გოლი კომპიუტერული სიმულაციით აღადგინეს (ვიდეო)
ლეო მესის მიერ, ერთ კლუბში გატანილი გოლების მიხედვით პელეს რეკორდის დამხობამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოფიციალურად არგენტინელს “ბარსელონას” მაისურით 644 გოლი აქვს გატანილი, პელემ კი “სანტოსის” მეტოქეები 643-ჯერ დაამწუხრა. მესის რეკორდიდან რამდენიმე დღეში “სანტოსმა” განაცხადა, რომ “ფეხბურთის მეფეს” მათ შემადგენლობაში 1091 გოლი აქვს გატანილი, ამხანაგური მატჩებისა და ტურნირების ჩათვლით. პელეს დროს მატჩების ვიდეოგადაღება იშვიათად ხდებოდა, ამიტომ […]
ნეიმარმა FIFA 21-ში ყველა დროის საუკეთესო გუნდი შეადგინა
“პსჟ-ს” თავდამსხმელი ნეიმარი ვირტუალური თამაშების დიდი გულშემატკივარია. ვიდეო თამაშებისადმი სიყვარულს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი არასდროს მალავდა და ცნობილია, რომ მისი ფავორიტი გასართობი Counter-Strike-ი გახლავთ. 29 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო სიმულატორის აქტიური მომხმარებელიც გახლავთ და FIFA 21-ში საკუთარი, საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდიც შეადგინა. ნეიმარმა ფიფას ყველა დროის საუკეთესო გუნდისთვის სათამაშოდ 4-5-1 ფორმაცია აირჩია, სადაც კარის დაცვის პატივი პრემიერ ლიგის ლეგენდას, […]
სანტოსი 4:5 ფლამენგო (მიმოხილვა)
“სანტოსი” უარყოფს, რომ მესიმ პელეს რეკორდი დაამხო
ბრაზილიულმა კლუბმა “სანტოსმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას პელეს მიერ ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც. საქმე ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობას ეხება. ლეგენდარულ ბრაზილიელს ოფიციალურად “სანტოსის” მაისურით 643 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ლეო მესიმ მისი შედეგი “ვალიადოლიდთან” შეხვედრაში გატანილი გოლით გააუმჯობესა და “ბარსას” მაისურით 644 გოლი მოუგროვდა. “სანტოსის” განცხადებაში ნათქვამია : […]
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ახალ კლუბთან გააფორმა
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 54 წლის კაზუიოში მიურა კარიერის დასრულებას ისევ არ აპირებს და ახალი წლიდან ახალი კლუბის მაისურსაც მოირგებს. 2022 წლიდან, იაპონიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი საკუთარ სამშობლოში, ქვეყნის რანგით მეოთხე ლიგაში ითამაშებს. მიურას ბოლო კლუბი, “იოკოჰამა” 2021 წლის ბოლოს მეორე ლიგაში დაქვეითდა, კაზუიოში მიურამ კლუბი დატოვა, არადა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, […]
“ჩვენი ინტერესების გამო ისტორია არ უნდა წავშალოთ” – რონალდუ პელეს რეკორდის გაუმჯობესებას გამოეხმაურა
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “კალიარი” – 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ჰეთ-თრიკი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 23 გოლით ლიდერობა გაიმყარა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პროფესიონალურ კარიერაში 770-ე გოლი გაიტანა, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. მართალია, ამ შედეგს რონალდუმ უკვე რამდენიმე კვირაა მიაღწია, მაგრამ 36 წლის ფორვარდი ისტორიულ ფაქტს მხოლოდ ახლა გამოეხმაურა […]
მესი, ინიესტა, მოდრიჩი და სხვები: ათწლეულის საუკეთესო გამთამაშებელთა ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო გამთამაშებელთა ათეული დაასახელა. გასაკვირი არაა, რომ სიაში პირველ ადგილს “ბარსელონას” არგენტინელი კაპიტანი ლიონელ მესი იკავებს, მეორე პოზიციაზე ამ სტატუსის ყოფილი მფლობელი ესპანელი ანდრეს ინიესტა იმყოფება, სამეულს კი მადრიდის “რეალის” ხორვატი ათიანი ლუკა მოდრიჩი ასრულებს. დეკადის საუკეთესო გამთამაშებელთა სრული ათეული ასეთია: 1. ლიონელ მესი 2. […]
ზუსტად 10 წლის წინ: ნეიმარმა პუშკაშის პრემიიით შეფასებული გოლი გაიტანა (ვიდეო)
“თამაშის მოტივაცია მეზრდება” – მსოფლიოს უხუცესმა ფეხბურთელმა კონტრაქტი კვლავ გაახანგრძლივა
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მოქმედი ფეხბურთელი კაზუიოში მიურა პროფესიონალური სპორტიდან წასვლას არ აპირებს. 53 წლის იაპონელმა თავდამსხმელმა “იოკოჰამასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა, სეზონის, რომელიც მის კარიერაში 36-ე იქნება. “წინა წელს, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ კარგია, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შეგვიძლია. პირადად ჩემთვის არადამაკმაყოფილებელი სეზონი იყო, მაგრამ მოტივაცია ფეხბურთის სათააშოდ მუდამ მეზრდება. ყოველდღიურად ბევრს […]
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული – რომელუ ლუკაკუმ ნეიმარს გადაასწრო
მას მერე, რაც ლონდონის “ჩელსიმ” 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანის “ინტერიდან” რომელუ ლუკაკუ დაიმატა, ბელგიელი თავდამსხმელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. კარიერის განმავლობაში, “არისტოკრატების” ახალწვეულისთვის სხვადასხვა კლუბებმა, საერთო ჯამში, 327.56 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველ ჯერზე, “ჩელსის” ლუკაკუს შეძენა 15 მილიონი დაუჯდა, მათგან იჯარისა და კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ჯამში, “ევერტონმა” ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირში […]
რობინიომ “სანტოსი” კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში დატოვა
36 წლის ბრაზილიელ შემტევს “სანტოსის” დატოვება კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში მოუწია, გულშემატკივრებისა და სპონსორების მხრიდან დიდი ნეგატიური რეაქციის გამო. რობინიო “სანტოსს” 11 ოქტომბერს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ხოლო უკვე 17 ოქტომბერს მას კლუბის დატოვება მოუწია. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელი შემტევი 2017 წელს იტალიურმა სასამართლომ გაუპატიურებაში ცნო დამნაშავედ. რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, […]