მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას 19 დეკემბერს 35 წელი შეუსრულდა. დაბადების დღეზე, ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვეტილი აქვს. “მე ძალიან დიდი ძალისხმევა გავიღე იმისთვის, რომ მოვსულიყავი იქამდე, სადამდეც მოვედი. ამით ძალიან ვამაყობ. მე დავწერე ჩემი ისტორია და ეს ისტორია მთავრდება”, – წერს საფრანგეთის ნაკრების აწ უკვე […]