მუნდიალი 2022 | რაბიო: “მეოთხედფინალში ფავორიტები არ ვართ”
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, საფრანგეთის ნაკრებმა პოლონეთს – 3:1 სძლია და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური ზედიზედ მესამე მუნდიალზე მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, “მამლების” ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, შემდეგ ეტაპზე გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “შემდეგ შეხვედრაში არანაირი უპირატესობა არ გვაქვს და ფავორიტები არ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, კონცენტრირება საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ […]
მუნდიალი 2022 | გარეთ საუთგეიტი: “შეგვიძლია, რომ შეტევაში დაუნდობლები ვიყოთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი დაუმარცხებელი გუნდი ინგლისის ნაკრები გახლავთ, რომელმაც მუნდიალის 1/8-ფინალში სენეგალის ნაკრები – 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა მისი გუნდის შესახებ ისაუბრა. “ყველაზე სასიამოვნო იყო ის, თუ როგორი დაუნდობლად ვაკეთებდით ყველაფერს, ასევე როგორ მუშაობდა გუნდი ბურთით და მის გარეშე. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია გოლის გატანა, რომ შეგვიძლია […]
მუნდიალი 2022 | ლევანდოვსკი: “საფრანგეთი ფავორიტია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება პოლონეთის ნაკრებმაც მოიპოვა, რომლებმაც მუნდიალის საუკეთესო 16 ნაკრებს შორის ადგილი 1986 წლის შემდეგ პირველად დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ნაკრები არგენტინასთან C ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში – 0:2 დამარცხდა, მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ ბურთების უკეთესი ბალანსით პლეი-ოფში კვალიფიცირება მაინც შეძლო. მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის ლიდერმა, კაპიტანმა და ქვეყნის […]
მუნდიალი 2022 | საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუნდის შემადგენლობაში საბოლოო ცვლილებები შეიტანა. 54 წლის სპეციალისტმა გუნდის შემადგენლობა შეავსო და 26-ე ფეხბურთელად თავდამსხმელი მარკუს ტურამი გამოიძახა. “გლადბახის” ფორვარდმა ამ სეზონში 17 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ასევე, ტრავმის გამო, შემადგენლობაში აღარ იქნება პრენსელ კიმპემბე, რომელსაც აქსელ დისასი ჩაანაცვლებს. ეს გადაწყვეტილება ორშაბათს დილით ფეხბურთელისა და საფრანგეთის ნაკრების ექიმის შეთანხმებით […]
კანტე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნ’გოლო კანტე მსოფლიო ჩემპიონატს ბარძაყის დაზიანების გამო გამოტოვებს. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 3 თვე ვერ შეძლებს. კანტე, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, 2018 წლის მუნდიალზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. საფრანგეთი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, D ჯგუფში, ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის ნაკრებებთან […]
ერიკ კანტონა: “მსოფლიოს ჩემპიონატის ყურებას არ ვაპირებ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა კაპიტანმა, ერიკ კანტონამ, მოახლოებული მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მუნდიალის ყურებას არ აპირებს. “სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულად არ მაღელვებს მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც არც კი ვთვლი ამ სტატუსის ღირსად. ბოლო დროს ჩვენ გვქონდა უამრავი ღონისძიება: ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატები და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი ან რუსეთი, მაგრამ ყატარი – […]
საქართველოს პოზიცია უცვლელია, ბელგია ისევ ლიდერობს – ფიფამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, 12 აგვისტოს მამაკაცთა ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ 27 მაისის შემდეგ ეს პირველად მოხდა, შესაბამისად ამ პერიოდში ისეთი დიდი სანაკრებო ფორუმები შედგა, როგორებიც ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, აფრიკის ეროვნებათა თასი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები და სხვა დიდი თუ მცირე ტურნირებია, რის მერეც ბევრმა ქვეყანამ რეიტინგში პოზიცია შეიცვალა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ამ […]
ულტიმატუმი გრიზმანს: ხელფასის შემცირება ან კლუბის დატოვება
როგორც ესპანური პრესა იუწყება, ანტუან გრიზმანს “ბარსელონაში” დარჩენის მიზნით, ხელფასების შემცირება მოუწევს. წყარო ამტკიცებს, რომ “ბლაუგრანა” ამას დაჟინებით მოითხოვს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ფრანგის “ატლეტიკოში” ან სხვა კლუბში გაშვებას ვერ მოახერხებენ. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ კატალონიური კლუბისთვის კაპიტნის, ლიონელ მესის შენარჩუნებისა და მისთვის ახალი კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის გადახდის მიზნით, გუნდის […]
ტრანსფერი თითქმის დახურულია: რაფაელ ვარანი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდება
ევროპული სპორტული მედიის წამყვანი საშუალებები ერთხმად იუწყებიან, რომ რაფაელ ვარანის მადრიდის “რეალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა სულ მალე ოფიციალური ინფორმაცია გახდება. არაერთი ავტორიტეტული და პრესტიჟული ჟურნალისტი, მათ შორის ფაბრიციო რომანო აცხადებს, რომ კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ახლა გასარკვევი მხოლოდ სატრანსფერო ფასია. 28 წლის ცენტრალური მცველი “სამეფო კლუბს” 2011 წელს, ფრანგული […]
ქარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა
მადრიდის “რეალის” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა. “სამეფო კლუბის” მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდის ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. 33 წლის ფეხბურთელი კლუბს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის და შვებულების შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ცხრიანმა, რომელსაც “ბლანკოსებთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აქვს, ევრო 2020-ზე “მამლების” ოთხ […]
სიტის მთავარი სამიზნე? – გვარდიოლამ გრიზმანს პირადად დაურეკა
შესაძლოა, ანტუან გრიზმანმა ახალი სეზონი ახალ კლუბში დაიწყოს. “ბარსელონას” და საფრანგეთის ნაკრების შემტევის დამატებით “მანჩესტერ სიტი” და უშუალოდ პეპ გვარდიოლა ინტერესდებიან. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ესპანელმა სპეციალისტმა ფრანგ თავდამსხმელს პირადად, სატელეფონო ზარის მეშვეობით ესაუბრა და საკუთარი ინტერესი მისი გუნდში ხილვის შესახებ დაუდასტურა. ჯერჯერობით უცნობია კატალონიური გრანდის პოზიციაც და ისიც თუ, რას სთავაზობს ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი ესპანურ […]
რა მოხდა საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულოში შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ?
ფრანგული ფეხბურთი შოკისმომგვრელ სიტუაციაში აღმოჩნდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები და ევრო 2020-ის მთავარ ფავორიტად აღიარებული ნაკრები ტურნირის მოულოდნელად, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ პენალტების სერიაში მარცხის (3:3, 4:5 პ.) შედეგად დაემშვიდობა. როგორც ევროპულ მედიაში ირკვევა, ამ შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულოში დიდი აურზაური დატრიალდა. ირკვევა, რომ ფეხბურთელები და მათი ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი და […]