მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა, საფრანგეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ფრანგმა ფორვარდმა 1-წლიანი პირობითი სასჯელი მიიღო და 75,000 ევროს გადახდა დაეკისრა. სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია პროკურატურის მტკიცება, რომ 2015 წელს, მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი “მარსელის”, “ლიონის” და “ფენერბახჩეს” ყოფილ შემტევს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირებით ემუქრებოდა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, ბენეზემა ნაკრებიდან მოკვეთეს, ვალბუენამ კი […]