50 წლის ლეგენდარული ფრანგი, გასულ წელს მადრიდის “რეალიდან” წასვლის შემდეგ, უმუშევარია. მას დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ სხვადასხვა გუნდებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულმა მწვრთნელმა ყველა შეთავაზება უარყო. esRadio-ს ჟურნალისტის სერხიო ვალენტინის თქმით, ზიდანი საკუთარი ქვეყნის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს. საინტერესოა, რომ 25 ოქტომბერს, პარიზში, გრევინის მუზეუმში, საკუთარი ცვილის ქანდაკების პრეზენტაციაზე, ზინედინმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს […]