საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წელი გამარჯვებით დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით – 1:0 დასრულდა. თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა ერთადერთი და სადებიუტო გოლის ავტორმა, დავით ვოლკოვმა. “ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს […]