კურიოზული გოლი საქართველოს ჩემპიონატში | VIDEO
ზუსტად 33 წლის წინ: საქართველოში დამოუკიდებელი ჩემპიონატი გაიხსნა
ზუსტად 33 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს, საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი გაიხსნა. ეროვნული ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ “დინამო თბილისი” (მაშინ “იბერია”) და ფოთის “კოლხეთი” წარდგნენ. მატჩი ზღვისპირელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, ერთადერთი ბურთი კი თბილისური კლუბის კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა. დინამო: ზ.ხაპოვი, გ.კეტაშვილი, კ.ცხადაძე, მ.არზიანი, ს.ჭედია, ზ.რევიშვილი (გ.ჩიქოვანი), თ.ქეცბაია, კ.კაჭარავა, გ.ცაავა (გ.ჯიშკარიანი), გ.გურული, კ.გოგიჩაიშვილი. […]
1990 წლის მარტი. თბილისის ქუჩები გაზაფხულის ყვავილობის ნაცვლად სისხლის სუნითაა გაჟღენთილი. ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამს იმ გზაზე, სადაც კიდევ ბევრი სისხლი, ომი, შიმშილი თუ განუკითხაობა ელის. ნელ-ნელა, ახალშობილივით სწავლობს პირველ აუცილებელ ნაბიჯებს. და აი, დგება დღე, რომელსაც მათი წინაპრები წლების განმავლობაში რუდუნებით ელოდნენ, დღე რომელმაც გამოუცდელი, შეციებული და შეშინებული ხალხის გულებში ჭეშმარიტი გაზაფხულის ნაპერწკალი გააღვივა […]
დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დინამო თბილისის ყოფილი ცენტრალური მცველი, ვიქტორ მონხილი კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ესპანელი ფეხბურთელი ინდოეთის რანგით უმაღლესი დივიზიონის ბინადარ კლუბში, “ოდიშაში” ითამაშებს, რომელთანაც 29 წლის ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. მონხილმა “დინამო თბილისი” ივლისის დასაწყისში, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბაქოს “ნეფთჩისთან” დაპირისპირების წინ დატოვა, რადგან სამშობლოში ოჯახური მიზეზების გამო […]
ჩემპიონთა ლიგა: დინამო თბილისის მეტოქე ცნობილია!
15 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს ქვეყნის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი “დინამო თბილისი” წარმოადგენს. წილისყრაზე ქართული კლუბის მეტოქეც გაირკვა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლას ბაქოს “ნეფთჩის” წინააღმდეგ დაპირისპირებით დაიწყებს. 14 ივნისს ცნობილი გახდა ის 4 […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, რაც საწყისი შეხვედრიდანვე გამოჩნდა, რომელშიც “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთის ცენტრში ფრე – 2:2 ითამაშეს. მეთერთმეტე სათამაშო კვირაში გუნდები კიდევ ერთ შემთხვევაში დაზავდნენ, როცა გორში, “დილამ” და “სამტრედიამ” შეხვედრა – 1:1 დაასრულეს. ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვება მოახერხა “საბურთალომ“, რომელმაც საკუთარ კედლებში წყალტუბოს “სამგურალს” ორი უპასუხო გოლი […]
დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი ნორვეგიის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
30 აპრილს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “დინამო თბილისის” ყოფილი ვინგერი, ვიტორ პერნამბუკო კარიერას ამჟამად ნორვეგიის საუკეთესო გუნდში, “ბოდო/გლიმტში” გააგრძელებს. გუნდი, რომელმაც ნორვეგიის რანგით მეორე დივიზიონში გატარებული ზედიზედ 15 სეზონის შემდეგ, 2017 წელს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, სამი წლის შემდეგ კი სენსაციურად ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა, ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ სტატიას გვთავაზობს. “რამდენიმე კვირის გაურკვევლობის შემდეგ, ახლა უკვე ყველაფერი […]
გადადებული თბილისური დერბი დინამომ მოიგო – საბურთალოს ზედიზედ მეორე მარცხი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გადადებული შეხვედრა 23 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართა. “დინამო” და “საბურთალო” ერთმანეთს თავდაპირველად, 4 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დროს, მოედნის საფრის კარგ მდგომარეობაში ყოფნის გამო, თბილისური დერბი გადაიდო. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონატში თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, რაც გუნდის ევროსარბიელზე გამოსვლით, შემდეგ კი […]
ახალი ფოტოები ბათუმის სტადიონიდან: გასახდელები და შიდა ინფრასტრუქტურა
სამშენებლო კომპანია “ანაგი” ბათუმის სტადიონის ახალ ფოტოებს გვთავაზობს, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ გამოიყურება სტადიონის შიდა ინფრასტრუქტურა. როგორც ჩანს, აჭარის ცენტრში აშენებული ახალი სპორტული არენა არამხოლოდ გარედან, შიგნიდანაც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. ფოტოებში შეხვდებით გასახდელებს, საშხაპეებს, VIP ზონას, სხვადასხვა სამუშაო და გასართობ სივრცეებს. საინტერესოა, რომ ერთი გასახდელის ინტერიერი ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი, მეორე კი – წითელში. ეს სავარაუდოდ […]
ჩისკოს სადებიუტო გამარჯვება – დინამო თბილისმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა ნეიტრალურ არენაზე, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს წინა სეზონის ჩემპიონი და მეორეადგილოსანი გუნდები, შესაბამისად, თბილისის და ბათუმის “დინამოები” დაუპირისპირდნენ. მატჩი ბათუმში უნდა გამართულიყო და მას ახალი სტადიონი საზეიმო ვითარებაში უნდა გაეხსნა, თუმცა აჭარაში არსებულმა რთულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ ამას ხელი შეუშალა. მატჩამდე გუნდები სატურნირო ცხრილში […]
პრევიუ: დინამო ბათუმი Vs. დინამო თბილისი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება 12 სექტემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიამ, ისევე როგორც სხვა ყველაფერს, ქართულ ფეხბურთს და ეროვნულ ლიგასაც არაერთი პრობლემა შეუქმნა. ჯერ იყო და კარანტინის გამო სეზონი შეწყდა და ოთხის ნაცვლად ორი წრით განახლდა, ახლა კი ახალი სტადიონის გრანდიოზული გახსნა გადაიდო. ბათუმის ცენტრალური არენა, რომელიც საზეიმო ვითარებაში უნდა გახსნილიყო, სავარაუდოდ […]
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით”
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, თბილისის “ლოკომოტივმა” კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან მომავალი მეტოქის, “დინამო მოსკოვის” შესახებ ისაუბრა. “პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან, სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით. მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით – მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ […]