საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის სადებიუტო მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს ჩვენი გუნდი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება. 21 მარტიდან საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, სარაევოში შეიკრიბება. ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა […]
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა გიბრალტართან
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 8 საათზე, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში გიბრალტარს უმასპინძლებს. ვლადიმერ ვაისმა “ჯვაროსნების” სასტარტო თერთმეტეული დაასახელა: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, კვარაცხელია, მერებაშვილი, არველაძე.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთში ჩაატარებს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთში ჩავიდა და 23 მარტს, ქალაქ დურესში პირველი ვარჯიში გამართა. ალბანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, დავით ვოლკოვმა ისაუბრა. დავით ვოლკოვი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ზედიზედ ოთხი გამარჯვება გვაქვს, გუნდი კარგ ხასიათზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ […]
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის თბილისში ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. მათ შორის, შვიდმა ფეხბურთელმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა (გურამ კაშია, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი აზაროვი, გრიგოლ ჩაბრაძე). დღეიდან საქართველოს ნაკრებში ფიზმომზადების მიმართულებით ფრანგი სპეციალისტი იმუშავებს. ფაბიენ […]
საქართველოს ნაკრებმა ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა (ფოტო)
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ახალი ფორმებით ხვდება. ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ გვერდზე ახლახანს “ჯვაროსნების” სათამაშო მაისური წარადგინა. ჩვენი ნაკრების ახალი ფორმები კვლავაც Adidas-ის მიერ არის დამზადებული, მისი მთავარი ფერები – წითელი და თეთრი კი არ შეიცვლება. 👕 ჩვენი ახალი სათამაშო ფორმა 🇬🇪 Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on ოთხშაბათი, 24 […]
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო
24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. საწვრთელი პროცესის დაწყების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 11 ფეხბურთელი იყო. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები სრული შემადგენლობით ნაკრებს მომდევნო დღეებში შეურთდებიან. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები […]
საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩამდე პირველი ვარჯიში გამართა (ვიდეო)
საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. ვაკო ყაზაიშვილმა გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი იყო ჩართული. 1 ივნისს საქართველოს და გიბრალტარის ნაკრებთა ვარჯიში დინამო არენაზე გაიმართება. საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) […]
საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
საქართველოს ნაკრები 2 დღეში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ირლანდიასთან გამართავს. ქართველი ფეხბურთელები უკვე გაემგზავრნენ დუბლინში, სადაც ვლადიმერ ვაისის განკარგულებაში 25-ის ნაცვლად, 23 ფეხბურთელია. საქმე იმაშია, რომ ჯანო ანანიძემ და ჯიმი ტაბიძემ შვეიცარიასთან წაგებულ თამაშში (0:2) ტრავმა მიიღეს და სამშობლოში დარჩენა მოუწიათ. საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება 26 მარტს, თბილისის დროით 23:45-ზე […]
საქართველოს ნაკრებს კორონავირუსის გამო ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში მონაწილეობის მისაღებად შვედეთში გაემგზავრა. ვილი სანიოლის გუნდმა სტოკჰოლმში წასვლამდე ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დილის ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ეტაპის პირველ სამ […]
საქართველოს ნაკრებს ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურის მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ “ჯვაროსნები” ხვალ დუბლინში, ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ქართველები ირლანდიაში არიან და გასამართი უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის პირველად ივარჯიშეს. ცნობილია, რომ თბილისში დარჩენა მოუწიათ ჯანო ანანიძესა და ჯიმი ტაბიძეს, რომლებმაც შვეიცარიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღეს. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა გიორგი მერებაშვილი, რომელმაც 2 დღის […]
საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო მორიგი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ორ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” 5-ში სამხრეთ კორეას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, 3 დღეში კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიას უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრებში სანაკრებო პაუზისას ტრავმები იშვიათი არ არის და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. როგორც მოგეხსენებათ, ვლადიმერ ვაისის გუნდს მოახლოვებული მატჩების გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკა კვეკვესკირი გამოაკლდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]