საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ირლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:45-ზე ირლანდიაში, “ავივაზე” გაიმართება. “ჯვაროსნების” ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ აღნიშნულ თამაშამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. “აქცენტი ალბათ ძალისმიერ ფეხბურთზე გაკეთდება, რადგან ვეცდებით, რომ კონტრშეტევებით და ფლანგიდან ჩაწოდებებით მეტოქე გავანეიტრალოთ. გვინდა, რომ ირლანდიასთან ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ. ისეთი, როგორსაც მაყურებელი ერთა ლიგაზე მიეჩვია,” – […]