ოთარ კაკაბაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართა და 1:2 წააგო. ამხანაგურ მატჩში ქართველები გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა, რის შემდეგაც ვაისის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუშვა. შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო ოთარ კაკაბაძემ, რომელიც რებიჩთან ორთაბრძოლისას დაშავდა. 24 წლის მარჯვენა მცველმა ეპიზოდის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა. საბედნიეროდ, ოთარის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ქართველი ფეხბურთელი ამის შესახებ […]
კახა ცხადაძე: “სანიოლი რუმინეთთან თამაშს სწორად მიუდგა”
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა შეაფასა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:1. „ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ რუმინელების სახეები ხომ ნახეთ? ასეთ შეხვედრებს თავისი მიზანი აქვს. გუშინ დავინახე, რომ მწვრთნელს თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა და ის შეასრულა. ჩემთვის ყველაზე პოზიტიური ისაა, რომ მოვიგეთ. ეს […]
მერებაშვილი: “ამ დღეზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი”
დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გიორგი მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. “და დადგა დღე, რომელსაც ბოლო ორი წელი ველოდებოდი… ამ დღეზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი… მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებთან ერთად არ ვარ დილიდან ისეთი შეგრძნება […]
გიორგი ქვილითაია: “გულშემატკივრის იმედი მაქვს”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს ქართველები შინ შვეიცარიას მიიღებენ, 26-ში კი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ წინასამატჩო გაცხადება გააკეთა. “დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ […]
კვეკვესკირი: “უმნიშვნელო მატჩი ნაკრებში არ არსებობს”
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა. დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნიკა კვეკვესკირმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა. “ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ, სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ. ყველამ კარგად ვიცით თუ რა დონის […]
სანიოლი: “საბერძნეთსა და ჩვენ რთული მატჩი გვექნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. “ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, […]
ვაისი: “საქართველოდან სუფთა სინდისით წამოვედი”
sport.aktuality.sk-სთან ინტერვიუში ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გატარებული 5 წელი შეაჯამა. 56 წლის სლოვაკმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველო სუფთა სინდისით დატოვა და ახლა უნდა, რომ საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდეს. “ეს დიდი გამოწვევა იყო – საქართველოდან გამარჯვებული წამოვიდოდით თუ დამარცხებული. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. საქართველოში 5 წელი გავატარე, რაც პატარა დრო არაა. მოგებულები და გმირები ვერა, […]
ლევან მჭედლიძე: “მთელი გულით თქვენს გვერდით ვარ ბიჭებო”
დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დაუპირისპირდება. ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, “ჯვაროსნების” ყოფილმა შემტევმა ლევან მჭედლიძემ სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელებისადმი მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა. “დღეს პირველუ ნაბიჯი უნდა გადაიდგას ოცნების ასრულებისთვის. წარმატებები ბიჭებო! მთელი გულით თქვემს გვერდით ვარ,” – დაწერა ლევანმა. საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის შეხვედრა 20 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, […]
ხარაიშვილი: “ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივია”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებისთვის ემზადება. “ჯვაროსნები” 7 ივნისს გიბრალტარს მიიღებენ, 10-ში კი დანიის ნაკრებს ესტუმრებინ. შვედური “გეტებორგის” ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ხარაიშვილმა მოახლოვებული მატჩების შესახებ ისაუბრა. “ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ. […]
ბელარუსის ნაკრების შეკრება ჩაშლის პირასაა
ბელარუსის ეროვნულ გუნდში დიდი არეულობაა. ადგილობრივ გუნდები (ბრესტი, ბატე, სოლიგორსკის შახტიორი) თავიანთ საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელებს შეკრებაზე არ უშვებენ. ბელარუსელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მერხალმა ნაკრებში განვითარებულ მოვლენებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ყველაფერი კარგად იყო, შეთანხმება უკვე გვქონდა გუნდებთან, რომ თებერვლის შეკრებაზე ფეხბურთელებს გაათავისუფლებდნენ. სამწუხაროდ, სიტყვა შეცვალეს, ჩვენ კი ნორმალურად ვეღარ ვემზადებით – შეკრება ჩაშლის პირასაა,” – თქვა […]
ზლატანი ჯვაროსნების წინააღმდეგ | იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში გამოიძახეს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებს დაუბრუნდა. ის გუნდს მარტში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში დაეხმარება. როგორც იცით, შვედები B ჯგუფში ესპანეთის, საბერძნეთის, კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. სწორედ შვედეთის ნაკრებთან გამართავს ვილი სანიოლის გუნდი შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს. შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ 39 წლის ზლატანმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ “მილანის” გამოცდილმა თავდამსმხელმა […]
კაჭარავა: “ერთა ლიგაზე ბოლო ორმა ფრემ იმედგაცრუებული დაგვტოვა”
დატვირთული სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. პოლონური “ლეხი” ნიკა კაჭარავას საქართველოს ნაკრების განვლილ მატჩებსა და 12 ნოემბრის ფინალზე ესაუბრა. ბელარუსი და ერთა ლიგის მატჩები. “ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ბელარუსის ნაკრები დაგვემარცხებინა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში თამაშის უფლება მოგვეპოვებინა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაფერი წარმატებულად დასრულდა. თუმცა, ერთა ლიგის ორმა თამაშმა იმედგაცრუებული […]