კანკავა: “პირობას ვდებ, რომ ევრო 2020-ზე მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ”
დღეს, თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამორჩეული ფეხბურთელები გამოავლინა. 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 33 წლის ჯაბა კანკავა გახდა. აღნიშნული ჯილდო “ჯვაროსნების” კაპიტანმა მეორედ მოიპოვა კარიერაში. “ჩემთვის დიდი პატივია ამ პრიზის მეორედ მიღება. მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ნაკრების წევრებს, რადგან მათ […]
ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი: საქართველო ევრო 2020-დან ერთ ნაბიჯშია
მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში გენკს გაუტანა
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის “გენკის” კარში გატანა მოახერხა. 20 წლის თავდამსხმელის “სერენმა” დღეს სწორედ “გენკის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში 2:1 გაიმარჯვა. მე-2 გოლის გატანა სწორედ მიქაუტაძემ მოახერხა. 🔴⚫️ Fin de ce match amical ! Score final 1-2 ! ⚽️ Moussa Gueye ⚽️ @MikautadzeG pic.twitter.com/egdJwtbp0T — RFC Seraing Officiel (@RfcSeraing167) February 23, 2021 როგორც […]
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო
20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს. კიევის დინამოს წევრს, გიორგი წიტაიშვილს საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის გამო ბოლო პერიოდი არ უთამაშია და სავარჯიშო პროცესს კლუბთან ერთად უახლოეს პერიოდში განაახლებს. ,,საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის […]
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთში ჩაატარებს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთში ჩავიდა და 23 მარტს, ქალაქ დურესში პირველი ვარჯიში გამართა. ალბანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, დავით ვოლკოვმა ისაუბრა. დავით ვოლკოვი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ზედიზედ ოთხი გამარჯვება გვაქვს, გუნდი კარგ ხასიათზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ […]
ერთა ლიგის პირველი 3 ტურის საუკეთესო ნაკრებში 10 ქართველი ფეხბურთელია
ცნობილმა ბრიტანულმა საიტმა (Whoscored.com-მა), რომელიც საფეხბურთო სტატისტიკებს აქვეყნებს, ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ჯგუფის , პირველი სამი ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სიმბოლურ ნაკრებში 11 მოთამაშიდან 10 ქართველია. Live.ge გთავაზობთ სიმბოლურ ნაკრებს.
ხარაიშვილი: “ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივია”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებისთვის ემზადება. “ჯვაროსნები” 7 ივნისს გიბრალტარს მიიღებენ, 10-ში კი დანიის ნაკრებს ესტუმრებინ. შვედური “გეტებორგის” ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ხარაიშვილმა მოახლოვებული მატჩების შესახებ ისაუბრა. “ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ. […]
კვარაცხელიას შესანიშნავი სტატისტიკა ესტონეთთან
ერთა ლიგის C ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესტონეთი 0:1 დაამარცხა. მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც კაჭარავას, ერთადერთი გოლის ეპიზოდში, ასისტი გაუკეთა. გარდა გოლში მონაწილეობისა, ხვიჩა სხვა მომენტებშიც აქტიური იყო, რასაც სტატისტიკა კარგად ასახავს. 1 საგოლე გადაცემა 35 ზუსტი პასი 70% პასების სიზუსტე 1 შექმნილი შანსი 3 დარტყმა 9 წარმატებული დრიბლინგი […]
მამა დღეს უნდა მოიგოთ – შვილის წერილი ოქრიაშვილს
დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე თორნიკე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საინტერესო მიმოწერას, სადაც მამასა და ნაკრებს შვილი, ალექსი, გამარჯვებას უსურვებს.
კაშია: “მჯერა, რომ ხვალ კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია”
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხვალ სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. “ჯვაროსნების” ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “გუნდში ახალი სახეები, მწვრთნელი და ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს. ამჟამად ერთმანეთის გაცნობის პროცესში ვართ და ვცდილობთ, რომ მისი სისტემა კარგად შევისწავლოთ. ვიცით, რომ ჩვენი ჯგუფი ძალიან რთულია, მაგრამ პოზიტიურად ვართ განწყობილები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ […]
სანიოლი: “იხილავთ გუნდს, რომლითაც ქვეყანა იამაყებს”
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მესამე შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი უკვე ორი დღეა სოფიაში იმყოფება. დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმის გამო ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს თურქული “ჰატაისპორის” ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე გამოტოვებს. ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა გიორგი აბურჯანიასთან ერთად პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მედიის […]
სანიოლი: ,,ეროვნული ნაკრების თითოეული თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის ამხანაგური შეხვედრები”
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ არენაზე გამართა. შარჯას სტადიონზე ჩვენმა გუნდმა 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმით შეუერთდა. ფეხბურთელი ამ მიზეზით მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს. შარჯაში ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მაროკოს ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით ვილი სანიოლმა ისაუბრა. 💬 ვილი სანიოლი […]