ახლო წარსულის გამორჩეული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების, „მრეტების“, თბილისის „დინამოსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები ბელარუსზე უკეთესი გუნდია, რომელსაც ჩვენი ნაკრები 26 მარტს, თბილისის „დინამო-არენაზე“ ერთა ლიგის ნახევარფდინალში დაუპირისპირდება. „ბელარუსებზე უფრო ძლიერი ფეხბურთელებიც გვყავს და ნაკრებიც. პლუს, თბილისში ვთამაშობთ, 50 ათასი მაყურებელი მოვა და პირველივე წუთებიდან ჩვენს გუნდს მხარს დაუჭერს. არ ვიცი, რატომ ვერ უნდა მოვიგოთ?” – განაცხადა გიორგი ქინქლაძემ […]