კაშია: “შევეცდებით, რომ დანია დავამარცხოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ თამაშს 8 სექტემბერს დანიასთან გამართავს. მანამდე, 5 სექტემბერს, “ჯვაროსნები” ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეას შეხვდებიან. ვლადიმერ ვაისის გუნდის ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ მოახლოვებულ მატჩებზე ისაუბრა. “კარგია, რომ ამხანაგური მატჩი გვექნება. სათამაშო დრო მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ეს ოფიციალურ თამაშებში აკლიათ. ალბათ, ისინი ეცდებიან, რომ შანსები გამოიყენონ. შემდეგი ოფიციალური […]
კიტეიშვილი: “საბერძნეთთან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა მატჩისწინა კომენტარი გააკეთა. “საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული […]
კაშია: “ესტონეთთან აუცილებლად უნდა მოგვეგო”
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020/21 წლის სეზონის უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპირდა. “დინამო არენაზე” გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე ფრედ – 0:0 დასრულდა. განვილილი შეხვედრების შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ისაუბრა: “საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ […]
ზურიკო დავითაშვილი: “გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 5 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში 6 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. ეროვნული გუნდის მზადების შესახებ კომენტარი ოთარ კაკაბაძემ და ზურიკო დავითაშვილმა […]
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2021 წლის 2 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში შედგება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან მატჩამდე ჩვენი ნაკრები მიმდინარე წლის მარტში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის […]
ამირან გამყრელიძე: “ჩემი რეკომენდაციაა, რომ თამაში მაყურებელის გარეშე ჩატარდეს”
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო-ბალარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული რეკომენდაციაზე უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრა. „ჩემი რეკომენდაცია დღევანდელ სხდომაზეც ვთქვი. ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ სტადიონის საერთო მაყურებლის 30 პროცენტის დასწრების ნება დაგვრთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნებს […]
ლევან კობიაშვილი საქართველო-ბელარუსის შეხვედრაზე – ჯერ მატჩის თარიღზე უეფაც ვერ ჩამოყალიბდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხთან ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების გადადებული შეხვედრის შესაძლო თარიღზე ილაპარაკა. „მოგეხსენებათ, რომ უეფა-მ აღამსკომი 27 მაისიდან 17 ივნისს გადადო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ თარიღზე უეფაც არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ არსებობს გარკვეული გეგმა, რომლის თანახმადაც, მატჩი შემოდგომაზე, ოქტომბერში გაიმართება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხთან ლევან კობიაშვილმა. შეგახსენებთ, […]
მუჯირი – საქართველოს ნაკრები შემოდგომაზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
„სექტემბერსა და ნოემბერში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა. მისი თქმით, იყო სხვადასხვა შემოთავაზება და საბოლოო ვარიანტი, ფაქტობრივად, შეთანხმებულია. „ევროპაში ძალიან ცოტა გუნდია, რომელიც ჩვენსავით ხუთგუნდიან ჯგუფშია და ისვენებს. 99 პროცენტით გადაწყვეტილია სექტემბრის და ნოემბრის მეტოქეები. სავარაუდოდ, სექტემბერში ბულგარეთს შევხვდებით. ჯერ გადაწყვეტილი არ […]
კანკავა: “პირობას ვდებ, რომ ევრო 2020-ზე მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ”
დღეს, თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამორჩეული ფეხბურთელები გამოავლინა. 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 33 წლის ჯაბა კანკავა გახდა. აღნიშნული ჯილდო “ჯვაროსნების” კაპიტანმა მეორედ მოიპოვა კარიერაში. “ჩემთვის დიდი პატივია ამ პრიზის მეორედ მიღება. მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ნაკრების წევრებს, რადგან მათ […]
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის თბილისში ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. მათ შორის, შვიდმა ფეხბურთელმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა (გურამ კაშია, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი აზაროვი, გრიგოლ ჩაბრაძე). დღეიდან საქართველოს ნაკრებში ფიზმომზადების მიმართულებით ფრანგი სპეციალისტი იმუშავებს. ფაბიენ […]
საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში ბოსნია-ჰერცეგოვინაში
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის სარაევოში ემზადება. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში ვილი სანიოლის გუნდმა 22 მარტს პირველი ვარჯიში გამართა. საფეხბურთო კლუბ “სარაევოს” ბაზაზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ლაშა დვალი გუნდთან ერთად ვარჯიშს, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს. ეროვნულ ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი 23 მარტს შეუერთდება. საქართველოს ნაკრების წლის პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, […]
“შემიძლია ნაკრებში დავბრუნდე” – მერებაშვილი სანიოლის გუნდში თამაშისთვის მზადაა
პოლონური “პობესკიძეს” ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებზე ისაუბრა. “სამწუხაროა, ნაკრებს ასეთ დღეში რომ ვუყურებთ. მიზეზად ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ერთ-ერთი ის იყო, რომ ფეხბურთელები კონკრეტული მატჩისთვის ვერ მოემზადნენ და შესაფერის ფორმაში არ იყვნენ. სამწუხარო ისაა, რომ მსგავსი რამ ჩვენ ხშირად გვემართება. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალ თამაშებამდე დასკვნებს გამოვიტანთ, შეცდომებს აღარ გავიმეორებთ […]